უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 ივლისი, 2018 15:45
font-size

სესხების გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე არ უნდა ხდებოდეს - კობა გვენეტაძე

სესხების გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე არ უნდა ხდებოდეს და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება, – აღნიშნული განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის მანდატი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერაა.

„ეროვნული ბანკი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს. ეროვნული ბანკის ფუნქცია და მოვალეობა არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის შეფასება. ეროვნული ბანკის მანდატი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის მხარდაჭერაა. ჩვენ ძალიან ფართო და ბევრი ანალიზი მივაწოდეთ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ თემებზე უწყებაში მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა აუცილებელია შემოვიღოთ პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები და ზუსტად ამასთან თანხვედრაშია ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმული რეფორმები, მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით გადადგმული რეფორმები“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი