უკან

ეკონომიკა

18 მაისი, 2018 16:40
font-size

სესხების გაცემა უნდა მოხდეს მსესხებლის შემოსავლების შეფასების და დადასტურების შემთხვევაში - კობა გვენატაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შეფასების შემთხვევაში უნდა გაიცეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა ახალი საბანკო რეგულაციების გავლენაზე ჰკითხეს, რომლის გამოც, კომერციული ბანკების ინფორმაციით, საბანკო განვადებები შემცირდა.

როგორც კობა გვენატაძემ აღნიშნა, მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, ამან გარკვეული გავლენა იქონიოს, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება.

„ეს არ არის რეგულაცია, ეს არის ის დროებითი წესი, რომელიც ამოქმედდა, რომელიც შემოსავლის შეფასების გარეშე სესხების გაცემის ლიმიტს გულისხმობს, კაპიტალის 25%-თან დაკავშირებით.

მიდგომა არის ასეთი, რომ სესხის გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის შემოსავლის შეფასება მოხდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პრინციპი აბსოლუტურად ჯანსაღია, რაც დადებით შედეგს მოიტანს.

„ეს არის აბსოლუტურად ჯანმრთელი პრინციპი. რაც შეეხება გავლენას, შესაძლებელია, ამას მოკლევადიან პერიოდში გარკვეული გავლენა ჰქონდეს. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითი შედეგი ექნება.

პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა. სესხების გაცემა უნდა მოხდეს მსესხებლის შემოსავლების შეფასების და დადასტურების შემთხვევაში“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ.

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან

23 იანვარი, 2021 , 12:22

წელიწადზე მეტია, საქართველოს ეკონომიკა მედიცინის მძევლად იქცა. როდის დასრულდება იძულებითი  მდგომარეობა არავინ იცის. დარგები,  რომლებზეც  ქვეყნის 

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

22 იანვარი, 2021 , 18:21

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ვითიბი ბანკის ფინანსური მხა

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა

22 იანვარი, 2021 , 16:10

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირ

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპრო

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებულ „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ

21 იანვარი, 2021 , 12:35

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არსებობდეს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხა