უკან

ეკონომიკა

18 დეკემბერი, 2018 14:00
font-size

სესხის გამცემ სუბიექტებთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა

საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებში, რომელიც სესხის გამცემი სუბიექტების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას უკავშირდება, ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ცვლილებები განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტაციის წესსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესში, საოპერაციო ფართზე სარეგისტრაციო მოთხოვნა 20-დან 15 კვ/მ-მდე შემცირდა. ასევე, სესხის გამცემ სუბიექტს, ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად დარეგისტრირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება, ნაღდი ვალუტის გაცვლის ოპერაციები განახორციელოს.

ცვლილება შევიდა ასევე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის წესში, რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია არ მიაწოდოს ბიუროს პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელ ფიზიკურ პირზე გაიცემა 3 000 (სამი ათასი) ლარამდე მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი და, ამავდროულად, სესხის გამცემი სუბიექტის მოთხოვნა მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციით ან/და დასაკუთრებით) განხორციელებით.

ამასთან გაცნობებთ, რომ სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა ეროვნულ ბანკში 2018 წლის 20 დეკემბრიდან შეეძლებათ.

იანვარში ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 თებერვალი, 2020 , 12:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8042 ლარი გახდა

27 თებერვალი, 2020 , 16:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერილმა ქაშერულმა ღვინომ გერმანიაში ოქროს მედალი მოიპოვა

27 თებერვალი, 2020 , 13:35

გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე- MUNDUS VINI ქართული კომპანია „ბადაგონის“ მიერ წარმოებულმა ქაშერულმა ღვინომ „საფერავი ქაშერი“ (წითელი მშრალი) ოქროს მედალი მოიპოვა. კომ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`