უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 დეკემბერი, 2018 14:45
font-size

სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებული იქნება, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 30 აპრილამდე ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინოს

სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებული იქნება, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინოს.

შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და ოთარ დანელია არიან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც სესხის გამცემი სუბიექტი ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და ინფორმაციას წარადგენს, სესხის გაცემა/დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე შეეძლება.

პროექტით კონკრეტდება, რომ თუ სესხის გამცემი სუბიექტი სარეგისტრაციო დოკუმენტებსა და ინფორმაციას ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, მას 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის ამოღებასთან/დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება.

„კანონპროექტი მიზნად ისახავს, სესხის გამცემი სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებას და მათთვის, ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვალდებულებასთან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდის დაწესებას”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი