უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 თებერვალი, 2017 16:55
font-size

შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა აკრედიტაციის სტანდარტები არ დააკმაყოფილა - ალექსანდრე ჯეჯელავა

საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის აკრედიტაციის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა.

ჯეჯელავას თქმით, სკოლამ არ დააკმაყოფილა აკრედიტაციის სტანდარტები დოკუმენტაციისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლაში ჩატარებული განმეორებითი მონიტორიგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებამ ვერ გამოასწორა თავდაპირველი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზები.

„დოკუმენტაციაზე კონკრეტულად ხარისხის ცენტრს უნდა მიმართოთ იმიტომ, რომ მე ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ. დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს ანუ სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი. სკოლაში, სადაც შეინიშნება არაჯეროვანი შესრულების ნიშნები, განმეორებითი მონიტორინგი არის მიღებული პრაქტიკა, ანუ, ჩვენ ვცდილობთ, პირველივე შემთხვევაში კი არ ჩამოვართვათ ავტორიზაცია, არამედ პირიქით, მივცეთ საშუალება, რომ გაითვალისწინონ შენიშვნები. ამიტომ, განმეორებითი მონიტორინგის დროს ვცდილობთ შევამოწმოთ რამდენად გამოსწორდა ხარვეზები“, - განუცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ჯეჯელავა აცხადებს, რომ ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან, ხოლო პედაგოგების კანდიდატურებს სხვა სასწავლო დაწესებულებებს შესთავაზებენ.

„რაც შეეხება ბავშვებისა და პედაგოგების განაწილებას, ჩვენ ყველა სხვა შემთხვევაში, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბავშვები დაგვებინავებინა. რაც შეეხება პედაგოგებს, ბავშვებს კანონით აქვთ გარანტია, რომ განათლების გარეშე არ დარჩებიან არცერთ შემთხვევაში, პედაგოგებს ჩვენ შევეცდებით, რომ ვთხოვოთ სხვა სკოლებს, განიხილონ მათი კანდიდატურები, თუკი ვაკანსიები ექნებათ ან შეექმნებათ. წინა შემთვევებში, სექტემბერშიც იყო ასეთი შემთხვევები, ოქტომბერსა და ნოემბერშიც, ფაქტობრივად, ერთი კვირის განმავლობაში ეს საკითხი მოგვარდა“, - ამბობს ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველს. ჯეჯელავას თქმით, ის იზიარებს ნანუაშვილის პოზიციას, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ამბები საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებეებზე არ უნდა იმოქმედოს.

„ჩვენც ვიზიარებთ, რომ არც ერთი ქვეყნის არანაირი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახებოდეს, და არც აისახება არანაირად სკოლებზე და საგანმანათლებლო პროცესზე“, – ამბობს ჯეჯელავა.

შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა. როგორც განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი უცხოელ და ქართველ მოსწავლეთა ჩარიცხვებთან დაკავშირებული დარღვევები გახდა.

შაჰინის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებულია ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის განცხადება, რომ ამ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტებს ზრდიან.

„ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში თემისქანმა თქვა, რომ სკოლა-ლიცეუმი ფეთჰულა გიულენის „ტერორისტული დაჯგუფების“ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. გიულენს თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

შემდგომში კონსულმა თავისი განცხადება უარყო.

ანა მებურიშვილი

ის რაც ამჟამად სირიაში ქურთების წინააღმდეგ ხდება, საქართველოს უშიშროებასაც დიდ საფრთხეს უქმნის - შალვა ნათელაშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 17:13

„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის წარმომადგენლებთან და თბილისში მცხოვრებ რამდენიმე ქურთი ეროვნების მოქალაქესთან ერთად საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. „ლე

ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა

14 ოქტომბერი, 2019 , 15:05

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. &bdqu

ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას - სალომე ზურაბიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 14:41

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში იმყოფება. პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? - სალომე ზურაბიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 14:27

რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ ყოფილა პრეზიდენტი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შეწყალების საქმესთან დაკავშ

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა საქართველოს ისტორიის სიმბოლო - გიორგი გახარია

14 ოქტომბერი, 2019 , 14:21

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის საქართველოს ისტორიის სიმმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოველში განაცხადა. მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა

14 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გურჯაანის „ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ღონისძიებას 10