უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 დეკემბერი, 2018 14:15
font-size

შაჰინის სკოლის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას შეიძენს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ სტრატეგიული სამართალწარმოების პროცესში, მნიშვნელოვანი შედეგი მოიპოვა - ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ყველა კურსდამთავრებული, რომელთა მიმართაც სკოლამ ატესტატი გასცა, მაგრამ სახელმწიფომ მას იურიდიული ძალმოსილება არ მიანიჭა, სასამართლომ სახელმწიფოს მიდგომები უკანონოდ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც უკვე შესულია კანონიერ ძალაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და შპს ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს წარედგინა სარჩელი, დავის საგანზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება.

საქმე ეხება ჯ.ბ.-ს საქმეს, რომელმაც 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ სრული კურსი. მიღებული საგანმანათლებლო ატესტატის საფუძველზე, ჯ.ბ. 2005 წელს ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2009 წელს. 2015 წლის 21 დეკემბერს ჯ. ბ.-მ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატი. 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, მის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, ლიცენზიისა და რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან აღინიშნა, რომ ზოგადი განათლების ატესტატზე დასმულ ბეჭედში გამოსახულია საქართველოს მცირე გერბი, რის გამოც ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნულის გარდა, მიეთითა, რომ ვერ იქნა დადგენილი ატესტატის გაცემის მომენტში ეწეოდა თუ არა შპს „ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი“ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მოქალაქეს უარი ეთქვა ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე.

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სინამდვილე. კერძოდ, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიით ნება დართო ფირმა ,,ჩაღლარს“, დაეფუძნებინა ქ. ბათუმში ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა სკოლა-ლიცეუმი, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებელი. ამავე მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიის მფლობელად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა ,,ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი“. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 ივლისის დადგენილებით, რეგისტრაციაში გატარდა თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმოდ დარეგისტრირებული, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და მასზე გაიცა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო ლიცენზია. მოსარჩელემ 2005 წელს სწორედ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის სრული კურსი დაასრულა და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას, შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა ,,ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ შექმნილი სასწავლებლის ბაზაზე, თუმცა, როგორც შემდეგ გამოირკვა, მას საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ლიცენზია არ გააჩნდა.

2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველგვარი წყვეტის გარეშე განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“. (ამჟამად მას ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, გააჩნდა. აღნიშნულ დაწესებულებას, 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენის თაობაზე, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, განიხილავდა, როგორც საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც გულისხმობდა მითითებულ ფარგლებში, ორი იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირის დადგენასაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ნამდვილად არსებობდა კავშირი შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმს, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, რამდენადაც ყველა მათგანის მიერ წარმოებდა, ერთი და იგივე საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა-გამგეობა. უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სწავლობდა და 2005 წელს სრული კურსი დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა კანონით სავალდებულო, საგანმანათლებლო ლიცენზიის გარეშე და მიიღო სწორედ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული, ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. დადგენილი და დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ მოსარჩელე აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს.

სასამართლომ აღნიშნა შემდეგიც - „უფრო მეტიც, საქართველოს განათლების სამინისტრო (და აჭარის ა.რ. განათლების სამინისტრო), ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები აღიარებდნენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასთან შედიოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში, როგორც ლიცენზირებულ, აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რისი დასტურია ისიც, რომ სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა შესაბამისი განათლების ატესტატი, რომელიც მიღებული და აღიარებული იყო თავად განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ და მათი ნამდვილობა და ლეგიტიმურობა სადავო არასოდეს გამხდარა“.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი