უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
არქივი
საზოგადოება
1 დეკემბერი, 2016 14:15
შალვა დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
თბილისში, შალვა დადიანის ქუჩის 16 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახლის მაცხოვრებლების თქმით, ოჯახების ნაწილი გამგეობამ სასტუმროში გადაიყვანა, თუმცა, ხუთი ოჯახი ადგილზე რჩება.
„დილით იყვნენ მერიიდან. ხალხი სასტუმროში გადაიყავნეს და დანარჩენები აქ გაურკვევლობაში ვართ. 112 -ში დავრეკეთ და იმედია, კიდევ ვინმე მოვა და ნახავს აქაურობას. ლოდინით დავიღალეთ, სანამ თავში რამე დაგვეცემა. 5 ოჯახი ვართ აქ“,-განაცხადა მედიანიუსთან საუბარში ერთ-ერთმა მობინადრემ.
მონიკა დავლიანიძე