უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მაისი, 2017 17:15
font-size

შალვა ნათელაშვილი ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა არის კალაძე-ივანიშვილის მილიარდიანი ბიზნესპროექტი, რომელიც გაანადგურებს თერგ-არაგვის ხეობასა და ბაზალეთის საკურორტო ზონას. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათელაშვილმა ამ პროექტის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, ის გამოიწვევს აღნიშნული რეგიონის დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ და ისტორიულ კატასტროფას. ნათელაშვილმა შესაძლო ეკოლოგიური გენოციდის აღსაკვეთად გაეროს გენერალურ მდივანს სპეციალური კომისიის გამოგზავნა სთხოვა.

გარდა ამისა, მან იმ 6 პირის გათავისუფლებაც მოითხოვა, ვინც გუშინ აქციაზე დააკავეს.

შეგახსენებთ, 10 მაისს ხანდოს ხეობის მოსახლეობამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები სამუშაო ტექნიკის შეჩერებას ცდილობდნენ და იმ ადგილზე ასვლას, სადაც ელექტროგადამცემის მშენებლობა იგეგმება. მათი აზრით, ამ ადგილას სამუშაოების ჩატარება მეწყრის საშიშროებას ზრდის.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ სამუშაო ტექნიკას ქვა ესროლა და შუშა ჩაუმტვრია. მას მოჰყვა ფიზიკური შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, რის შედეგად დააკავეს 6 პირი.

ანა მებურიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის რეფორმიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ

3 ივლისი, 2020 , 12:55

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის რეფორმიდან, მათი თქმით, ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ამერიკის შეერთებული

ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა; აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის

ორშაბათიდან დაინიშნება შეღავათიანი რეისები, რომლის ბილეთში ემიგრანტებს არა კატასტროფული ციფრები, არამედ 200 ევროზე მეტი არ ექნებათ გადასახდელი - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 12:45

მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, საზღვრის გახსნაზე არ ვსაუბრობთ, საზღვრებს გავხსნით, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად

ივნისში ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2-ით გაიაფდა - „საქსტატი“

3 ივლისი, 2020 , 11:55

ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა. კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში წინა

თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს

3 ივლისი, 2020 , 11:30

თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსში აცხადებენ, თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვა აუცილებელია, რათა პროდუქციის დიზაინმა და შეფუთვამ გა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

3 ივლისი, 2020 , 10:44

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე