უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 აპრილი, 2017 14:40
font-size

შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს.

როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და სოხუმი დედაქალაქად გამოაცხადოს.

,,მიტაცებული ძალაუფლების გამოყენებით ოლიგარქმა ივანიშვილმა გააქტიურა საქართველოს რუსეთზე მიყიდვის შეთანმხმებული დამაგვირგვინებელი ეტაპი. გუშინ, სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად გახსნა საელჩოს გრანდიოზული შენობა. მანამდე, საქართველო მოსკოვისათვის უპრობლემოდ გადაიღობა, გაივსო ოკუპანტთა სამხედრო ბაზებით. გაერთიანდა სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები, სპეცსამსხურები, საბაჟოები რუსეთის შესაბამისს სტრუქტრუებთან. იძირკვება ისტორიული ქართული ტოპონიმები. თუ ასე გაგრძელდა მოღალატეობრივი პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი სამუდამოდ დაგვეკარგება.

მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ართქმაც დანაშაულია!

საჭიროა, სასწრაფო გადამჭრელი ზომების მიღება ყველა მიმართულებით. მოვუწოდებ პარლამენტს, სასწრაფოდ შეიკრიბონ და სოხუმი კონსტიტუციურად გამოაცხადონ ერთიანი საქრათველოს დედაქალაქად! ამის პრეცედენტია იერუსალიმი, რომელიც სრულ დაბრუნებამდე მრავალი წელი მხოლოდ დე-იურე იწოდებოდა ისარელის დედაქალაქად და ეს პროცესი დე-ფაქტო ებრაელი ხალხის გამარჯვებით დასრულდა’’, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები დასრულდა

25 მაისი, 2020 , 16:33

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ამის შესახებ საგა

პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე დახურული შეხვედრა გაიმართება

25 მაისი, 2020 , 14:53

ჩვენ ძალიან მალე ველოდებით პრემიერის მოსვლას პარლამენტში. ამის შემდეგ ვგეგმავ, რომ კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავმართო შეხვედრა, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომი

თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საგარეო უწყებაში არის დაბარებული

25 მაისი, 2020 , 10:15

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არის დაბარებული. ის ოფიციალურმა თბილისმა კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკ

„ქართული ოცნების” საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი - კახა კალაძე

23 მაისი, 2020 , 16:32

რაც შეეხება საარჩევნო სიას, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების&r

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ` კანონში და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

22 მაისი, 2020 , 22:12

საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განმარტებით, აუცილებელია საგანგებო მდგომარეობი

მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

22 მაისი, 2020 , 19:46

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი