არქივი
პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, ავლაბარში, ყოფილი სამხედრო ტერიტორია კახა კალაძის მფლობელობაშია
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ავლაბარში, ყოფილ სამხედრო ტერიტორიაზე, შეიკრიბნენ.
ადგილზე იმყოფებოდა პარტიის ლიდერიც. როგორც შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია კახა კალაძეს რამდენიმე წლის წინ დაბალ ფასად გადაეცა და ის ახლა მის მფლობელობაშია.
"ლეიბორისტული პარტია" კალაძის ამომრჩევლებს მოუწოდებს, მოვიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და მოითხოვონ მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება.
ნათელაშვილი ფიქრობს, რომ ამით მერიის ბიუჯეტში თანხების ოდენობა გაიზრდება.
,,მე მოვუწოდებ ამ ბატონს, დააბრუნოს ქალაქის კუთვნილი სივრცე დედაქალაქის ბიუჯეტში და ერთი მილიარდით გაიზრდება ის სოციალური ტანხები, რომელიც ქალაქს ესოდენ სჭირდება“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.
,,ასეთი ტიპის საპროტესტო აქციები გარკვეულწილად იმის მაჩვენებლია, რომ რამდენიმე წაგებულ პარტიას, თავის ამომრჩეველთან და თავის თავთან გამართლების ერთადერთი საბუთი ის გახლავთ, რომ მათ სხვაზე გააკეთონ აქცენტი და გამოთქვან ასეთი გაურკვეველი კრიტიკა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
15 თებერვალი, 2019 , 16:40

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:35

იუსტიციის სამინისტროსა და „ევროჯასტს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება
15 თებერვალი, 2019 , 12:33

მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანთან საუბრისას მაღალი შეფასება მისცა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს
14 თებერვალი, 2019 , 10:57

აუცილებლად გასაწერია ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, როგორ უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა - მამუკა ბახტაძე
13 თებერვალი, 2019 , 15:40