უახლესი ამბები
- 11.12.2019 23:38მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“
- 11.12.2019 23:18გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ
- 11.12.2019 22:58ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავენ
- 11.12.2019 22:42ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ერთხმად მოითხოვეს ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ტყვეობიდან
- 11.12.2019 22:21სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ
არქივი
პოლიტიკა


„შალვა შინ არ ვარგოდა, სასამართლოში გარბოდა“ - „თავისუფალი საქართველო“
პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების საჯარო მოსმენის პროცედურას ეხმაურება.
„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და სკანდალური კანდიდატურაა, შემდეგი მიზეზების გამო. პირველი: ადამიანი, რომელმაც სულ ახლახან ჩაიბარა გენერალური პროკურორის პოსტი და განაცხადა სამომავლო გეგმების, რეფორმებისა და მასშტაბური ცვლილებების შესახებ, პროკურატურიდან მიდის ისე, რომ თავისი დაპირებების შესასრულებლად, მცირედი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ამ ფონზე, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება?
მეორე: ზოგადად, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, სადაც ყველაზე მეტი ჩავარდნებია, სწორედ სასამართლო და პროკურატურაა, რის გამოც უკვე ბოლო ერთი წლის მანძილზე, ხელისუფლების ლეგიტიმურობის მანდატი მთლიანად შეირყა. უზენაეს სასამართლოში შალვა თადუმაძის დანიშვნა იქნება აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ კურსთან, რაც ახალმა ხელისუფლებამ 20 ივნისის შემდგომ წამოიწყო - ვგულისხმობთ ე.წ. საკადრო წმენდის კურსს. მისი უზენაეს სასამართლოში დანიშვნა ფართო საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს და იმის დადასტურება იქნება, რომ ხელისუფლების მიერ 20 ივნისის შემდგომ გატარებული ცვლილებები, შინაარსობრივი ხასიათის კი არა, არამედ უფრო კოსმეტიკურია.
შალვა თადუმაძეს არაფერი გაუკეთებია, მათ შორის, არც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამბობდა, ეს საქმე მან პირად კონტროლზე აიყვანა.
დაბოლოს: მიგვაჩნია, რომ მართლაც სრულიად სკანდალური იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე, ანუ უმაღლეს იურიდიულ პოზიციაზე, იმ ადამიანის გამწესება, რომელსაც საბაზო იურიდიული განათლებაც კი არ აქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფორმალური ხარვეზი - შალვა თადუმაძეს, პროფესიულ იურიდიულ წრეებში, არანაირი ავტორიტეტი და რეპუტაცია არ გააჩნია.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, თადუმაძემ უკვე შექმნა ღრმა კრიზისი პროკურატურის სისტემაში და უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ისედაც არ აკლია სირთულეები, მისი დანიშვნა დამატებით პრობლემებს შექმნის.
უნებურად გვახსენდება ქართული გამოთქმა, მცირედი განახლებით: „შალვა შინ არ ვარგოდა, სასამართლოში გარბოდა“.- ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.

მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან მხოლოდ 2 კანდიდატი აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს - „ევროპული საქართველო“
11 დეკემბერი, 2019 , 23:38

„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება
11 დეკემბერი, 2019 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
11 დეკემბერი, 2019 , 14:40

მცდელობაა, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა იყოს დაკნინებული - სალომე ზურაბიშვილი
11 დეკემბერი, 2019 , 14:15

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს
11 დეკემბერი, 2019 , 12:35

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
10 დეკემბერი, 2019 , 22:02