უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა
შალვა თადუმაძე გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და ეუთოს სამართლებრივი ექსპერტი ქსენია დაშუტინა.
მთავარ პროკურატურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ისაუბრეს და მასთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მჭიდრო კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მომავალში მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.