უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 ივლისი, 2018 11:45
font-size

შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ხორავას ქუჩის საქმეს - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს შეხვდა. სარალიძის ინფორმაციით, პროკურორი მას დაპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს.

სარალიძის თქმით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ საქმის პროკურორები.

„სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ვისგანაც კონკრეტული პასუხები უნდა მიმეღო. კონკრეტული პასუხები ამ ეტაპზე ვერ მივიღე, მაგრამ შევხვდი ახალ გენერალურ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. რა თქმა უნდა, გაეცნობა ამ საქმეს თავიდან ბოლომდე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა სარალიძემ.

სარალიძემ განაცხადა, კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეიძლება, რადგან თადუმაძე საქმეს არ იცნობს. სარალიძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავარი პროკურორი კონკრეტულ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამს.

„დაველოდები გენერალური პროკურორის გადადგმულ ნაბიჯებს. ამ დღეებში უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეს ჯერჯერობით არ იცნობს“, -თქვა სარალიძემ.

გარდა ამისა, სარალიძემ თადუმაძეს მისი და მისი მეუღლის ტელეფონების მოსმენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო

გორში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძ

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მც

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც დაინტერესდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

მთავრი პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება. “უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს, რო

ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

21 სექტემბერი, 2018 , 17:30

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ოჯახში ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

ამბროლაურის აეროპორტში სრულმასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა

21 სექტემბერი, 2018 , 16:00

ამბროლაურის აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება“ პირველად გაიმართა. აქამდე აეროპორტში მხოლოდ საშტაბო-თეორიული სწავლებები იმართებოდა.  ,,ამბროლაური 2018“ -ის სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`