უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივლისი, 2020 13:16
font-size

შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ უნდა დადგეს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - “ლელო საქართველოსთვის”

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს კახა კოჟორიძესა და გრიგოლ გეგელიას მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

“ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საზოგადოების მოთმინების უნარის გამოცდა და დაუყონებლივ მოჰფინოს ნათელი შაქარაშვილის საქმეს.

ამასთან, პარტია კატეგორიულად მოითხოვს, რომ დაუყონებლივ დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

"შაქარაშვილის საქმეში იკვეთება არასწორად წარმართული გამოძიების აშკარა ნიშნები, რაც არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებში კომპეტენციის ნაკლებობას თუ პროფესიულ შეცდომებს. სახელმწიფო ორგანოების მხრიდან სულ უფრო და უფრო ნათლად იკვეთება სიმართლის გაყალბების და და მალვის ხელშეწყობა. ჩვენი პარტია არ შეეგუება, რომ სახელმწიფოში დაბრუნდეს კრიმინალური მენტალიტეტი და დაუსჯელობის სინდრომი. ჩვენ არ შევეგუებით "ქართული ოცნების" გამუდმებულ მცდელობებს, შერჩევითად აღასრულონ სამართალი, ჩაფარცხონ საქმეები და ხელი დააფარონ დამნაშავეებს. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის საქმე არ არის ბოლო პერიოდის ერთადერთი გახმაურებული საქმე, სადაც იკვეთება სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების კოლაფსი, რაც კიდევ უფრო ახალისებს დაუსჯელობის განცდას დამნაშავეებში, ხოლო დაუცველობის და შიშის შეგრძნებას - საზოგადოებაში,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ და საქმეში დეპუტატის შვილის ფიგურირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტობრივი აღიარების მომსწრენი, რომ დეპუტატ კობალაძის ვაჟი მხოლოდ მას მერე დააკავეს, როდესაც მედიაში, ზეწოლის მიუხედავად, გავიდა ინფორმაცია მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, სწორედ დეპუტატის ვაჟი ფიგურირებს. ამ და სხვა საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ ხელისუფლების მცდელობები, პოლიტიკურად აღასრულოს მართლმსაჯულება და ხელი დააფაროს დამნაშავეებს, სისტემატურ და სისტემურ ხასიათს ატარებს,“- აცხადებს გეგელია.

„ლელოს“ ლიდერის კახა კოჟორიძის თქმით, ყველა ჩვენგანის სიცოცხლე და უფლებები დგას საფრთხის წინაშე, მანამ, სანამ ეს სისტემა იქნება, რადგან ხელისუფლების წევრები თავს ანგარიშვალდებულად არ თვლიან საზოგადოების წინაშე.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, საზოგადოება სამართალდამცავი სისტემის სრულ კრახს უყურებს. ისინი ვერ იძიებენ საქმეს, რადგან ეს სისტემა ხელს აფარებს დამნაშავეებს და არის პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი. „ლელო“ არ შეეგუება იმას, რაც დღეს ხდება სამართალდამცავ სისტემაში. ჩვენი მიზანია არა ზედაპირული ცვლილებები, არამედ ამ სისტემის სრული ტრანსფორმაცია. საზოგადოებას აქვს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და დღემდე არცერთ თანამდებობის პირს კითხვაზე პასუხის გაცემა არც კი უცდია,“-განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ახალი პარტნიორობის ინიციატივა იწყება

10 აგვისტო, 2020 , 17:58

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერ

“ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული…”

10 აგვისტო, 2020 , 17:50

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

10 აგვისტო, 2020 , 17:35

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სვანეთში დახ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0743 ლარი გახდა

10 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

TV „იმედმა“ გაავრცელა ცალმხრივი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია - „კავკასუს ონლაინი“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„კავკასუს ონლაინი“ განცხადებას ავრცელებს და გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის 2 აგვისტოს გასულ სიუჟეტს - „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა&l

ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

10 აგვისტო, 2020 , 17:20

2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე