უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

10 აპრილი, 2019 17:50
font-size

შავი ხვრელის პირველი ფოტო - ასტრონომიაში ახალი ეპოქა იწყება

საერთაშორისო პროექტის Ever Horizon Telescope (EHT)-ის ასტრონომებმა შავი ხვრელის პირველი გამოსახულების დემონსტრაცია მოახდინეს. სურათის შექმნა 8 რადიოტელესკოპის ქსელის დახმარებით მოხდა, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო განთავსებული. პრესკონფერენციას, რომელიც ბრიუსელში ჩატარდა, პირდაპირ ეთერში აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გადასცემს.

ფოტოზე ასახულია ქალწულის გალაქტიკათგროვაში მდებარე მასიური გალაქტიკა M87-ის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელი. ეს გიგანტური შავი ხვრელი ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული, მისი მასა კი მზის მასას 6,5 მილიარდჯერ აჭარბებს.

შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.

„განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

21 ოქტომბერი, 2019 , 10:27

ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ Facebook-ზე გაავრცელა. ცეკვა „განდაგანა“ ა

მოდელისთვის ახალი FLYING SPUR ბენტლიმ წარადგინა სპეციფიკაცია BLACKLINE

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

-სპეციფიკაცია  Blackline ახალი   Flying Spur-სთვის: კიდევ უფრო მკვეთრი ვიზუალი ოთხკარიანი მდიდრული ბენტლის გრან ტურერისთვის.   -ახალ ბენტლი Flying Spur იდეალურ შესაბამისობაშია ლიმუზინისთვის დამახასიათ

მოძრაობის თეატრში ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

12 ოქტომბერი, 2019 , 10:55

დღეს, მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის - „თამადამანჰეტენზე“ პრემიერა გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნის

ამიერკავკასიაში საქართველო ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარა ტროიანელი-კრიპტოგრაფების თავდასხმას

2 ოქტომბერი, 2019 , 14:15

2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს კომპიუტერების მომხმარებლების 0.37% თავს დაესხნენ მავნე ტროიანელი კრიპტოგრაფები, სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 0.57%, ხოლო აზერბაიჯანში - 0.85%. ამის შესახებ იტყობინება კომპანია

ლელა წურწუმიამ `ვიხსენებ ყველაფერს თავიდან` აფხაზურად შეასრულა (ვიდეო)

27 სექტემბერი, 2019 , 14:00

მომღერალმა ლელა წურწუმიამ ყველასათვის საყვარელი სიმღერა - "ვიხსენებ ყველაფერს თავიდან" აფხაზურად შეასრულა.