უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
,,შეაჩერეთ რუსეთი“ უნდა იყოს მოდებული მთელს დედამიწაზე _ დავით დეფი 08.08.2012 15:06

2008 წლის 8 აგვისტო ყველასთვის არის გამძლეობის, იმედის, სირცხვილის, უბედურებისა და ბედნიერების დღე, როდესაც ერთმა პატარა ქვეყანამ კიდევ ერთხელ განსაზღვრა საკაცობრიო ისტორია, _ ეს განცხადება მწერალმა დავით დეფიმ გაზეთ ,,პრაიმ ტაიმის“ პრეს კლუბში ხსოვნის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, სიტყვები _,,შეაჩერეთ რუსეთი“ უნდა იყოს მოდებული მთელს დედამიწაზე, როგორც ეს იყო 2008 წლის ომის დროს.

,,ეს სიტყვები აქტუალური იქნება მანამ, სანამ კიდევ იარსებებს საქართველოში ჩემთვის სამარცხვინო კითხვა _ვინ დაიწყო საქართველში ომი. არცერთი ევროპული ქვეყანა ამ კითხვას არასოდეს არ უსვამს თავის თავს, როდესაც რუსეთია საქმეში ჩარეული“, _ განაცხადა დეფიმ და დასძინა, რომ ყველამ იცის, რომ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესია არასდროს მთავრდება კარგად.