უკან

პოლიტიკა

24 იანვარი, 2017 13:55
font-size

შედეგები არაერთგანზომილებიანი იქნება და მალე დადგება - კვირიკაშვილი დავოსსა და ესპანეთში განხორციელებულ ვიზიტებზე

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა. კვირიკაშვილის თქმით, შედეგები „არაერთგანზომილებიანი იქნება და მალე დადგება“.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დავოსში საქართველო იმ ქვეყნებს შორის განიხილება, სადაც ინვესტორები საწარმოს გახსნის პოტენციალს განიხილავენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტმა კრისტიან ლაგარდმა პოზიტიური მოლოდინები დააფიქსირა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მიმართულებითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან. საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და განიხილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში, როდესაც კომპანიები ევროპის მიმართულებით წარმოების გახსნას იხილავენ და ამ მხრივ არაერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიები, რომლებიც საქართველოში წარმოებით ინტერესდებიან, რაც ძალიან მისასალმებელია“, - აღნიშნა პრემიერმა.

დავოსში პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის „აღსანიშნავია, რომ EBRD-ისთვის, 2016 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სარეკორდო იყო - ისტორიულად ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება და ეს კიდევ ერთი რეკორდული წელი იქნება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, მადრიდში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათაო ოფისში საქართველოს მემორიალური დაფის გახსნა არის ამ სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება.

პრემიერის თქმით, ვიზიტისას ერთ-ერთ განსახილველი საკითხი იყო ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის წარდგენა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა პრემიერ-მინისტრთან და მონარქთან, რომელიც ესპანეთის სახელმწიფოს მეთაურია. ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთ ახალ ძალიან საინტერესო მიმართულებაზე. ასევე, ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე - ჩვენი ელჩი ესპანეთსა და ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში, ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ბაზრით ასევე დაინტერესდნენ ტურიზმის, სასტუმროების სექტორისა და საავიაციო კომპანიების წარმომადგენლები.

ანა მებურიშვილი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

10 დეკემბერი, 2019 , 22:02

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი პარამეტრები. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგ

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია

10 დეკემბერი, 2019 , 16:25

ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დე

ჩვენი ამოცანაა ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა - ეკა ბესელია

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის ცუდი საქმეების გამკეთებელი და ჯალათი მოსამართლეები არ აირჩიოს პარლამენტმა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „აბსოლუტური ფიქციაა საუბარ

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა განცხადება. ალექსანდრე ერქვანიამ აღნიშნა, რომ დამოუკ

მმართველი პარტიისგან მივიღეთ დაპირება, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთავაზებების განხილვას სერიოზულად მოეკიდებიან - ანდრიუს კუბილიუსი

10 დეკემბერი, 2019 , 14:20

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ოპოზიციის ინიცია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ. 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო დოკუმენტში ასიგნებები 14 მილიარდ 432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`