უკან

პოლიტიკა

25 ივნისი, 2019 15:55
font-size

შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი - ბიძინა გეგიძე

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი, მე მის ადგილზე გადავდგებოდი“ - ეს განცხადება ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძემ პარლამენტში გააკეთა.

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, შედეგზე პასუხისმგებელია შს მინისტრი. ამას მე ახალს არაფერს ვამბობ და არც ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება ამას. ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი და ზოგადად, დიდი ხანია, ვლაპარაკობ იმას, რომ გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიანდება მმართველ ძალაში,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძემ.

„მძიმე იყო დღევანდელი სხდომა დასაწყისიდან, რადგან თქვენთან ერთად მომიწია მოსმენა თუ როგორ გვიკითხავენ მორალს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გვასწავლიდნენ ჭკუას. ასევე ემოციის გარეშე მიჭირსა საუბარი 20 ივნისის ღამეზე, როცა ვიყავი პარლამენტის შენობაში და გარეთ იყვნენ შეკრებილები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს.

7 ნოემბერს, ჩვენ როდესაც ვშიმშილობდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვარბია. ახლა იყო დესტრუქციული მცდელობა, მოწოდებები, რომელიც მოდის კონფლიქტში სახელმწიფო ინტერესებთან, კონსტიტუციასთან და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი პრინციპი არის ყველაფერი შევაფასო შედეგიდან გამომდინარე.

შედეგი, რომელიც დადგა და რომელიც მივიღეთ ამ ყველაფრის შემდეგ, მივიღეთ ადამიანები, სამუდამოდ დასახიჩრებულები, მე ვთვლი, რომ შესაძლებელი იყო ამ შედეგების თავიდან აცილება.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის მიუღებელია, რომ ქვედა ეშელონებში, პოლიციაში, რომელსაც უდიდეს პატივისცემას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ, მოხდეს ამ შედეგების დადგომის მიზეზების ძებნა. შედეგზე, რომელიც მივიღეთ პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე მის ადგილზე გადავდგებოდი და ზოგადად, დიდი ხანია ვსაუბრობ იმაზე, რომ გადაწყვეტილებები ძალიან გვიანდება მმართველ გუნდში. მანამდეც დაგვიანდა გადაწყვეტილება და გაკეთდა განცხადებები, რომელმაც გამოიწვია აქციის მუხტის გაზრდა“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

გერმანიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

12 აპრილი, 2024 , 14:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი