უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ნოემბერი, 2017 13:00
font-size

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს „Certus“-ს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით „Certus“. პროექტი, ერთი მხრივ, ორგანიზაციების (კერძო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები და ა. შ.) მოთხოვნებისა და, მეორე მხრივ, ამ სექტორში საქმიანობისა თუ სწავლის გაგრძელების მსურველთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში „Certus“-ი კანდიდატთა შერჩევისა თუ კომპეტენციების დადასტურების სრული, კომპლექსური და მეთოდოლოგიურად გამართული სერვისის დანერგვას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ითვალისწინებს.

,,ეს წამოწყება ნებისმიერი მსურველისათვის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი საშუალება იქნება. მონაწილეს საკვანძო კომპეტენციების დადასტურება მისთვის ხელსაყრელ დროს შეეძლება. მიღებული სეტიფიკატის წარდგენას კი პოტენციურ დამსაქმებელთან ან უმაღლეს სასწავლებელში შეძლებს.

„Certus“-ის დანერგვის პირველი, საწყისი ეტაპი სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებსაც დააინტერესებთ - კანდიდატები ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურებას და შესაბამისი დოკუმენტის სასწავლებელში წარდგენას უახლოეს მომავალში შეძლებენ. მსურველთა რეგისტრაცია 5 დეკემბრიდან დაიწყება ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge

მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრი ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ მონაწილეებს შესთავაზებს შემდეგი კომპეტენციების დამადასტურებელ ტესტირებებს:

უცხოური ენის (გერმანული, რუსული, ფრანგული) ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ძირითადი სააზროვნო უნარები;
ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა;
საკანცელარიო უნარები;
ემოციური და პრაქტიკული ინტელექტის შეფასება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის პრეზენტაცია ათეულობით ორგანიზაციისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის 17 ნოემბერს გამართა. „Certus“-ის ფარგლებში გაცემულ სერტიფიკატს ნდობა უკვე გამოუცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიაუნიმ, საქართველოს ტექნიკურმა უნივრესიტეტმა, სდასუმ, ასევე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. კომპანიებმა: პე-ეს-პე, ჯიპიაი ჰოლდინგი, ირაო, რედისონი, ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი, ვითიბი ბანკი. ამ ეტაპზე პროექტში ჩართვით დაინტერესებულია კიდევ 20-მდე ორგანიზაცია“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი