უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 15:55
font-size

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სასკოლო განათლების ძირითად გამოწვევებზე კონფერენცია გაიმართება

3 და 4 ივნისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში არსებული იმ ვითარების შესახებ, რომელსაც ვხვდებით მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში, ასევე ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას (მოსწავლეთა მიღწევები და განათლების პოლიტიკა), მეორე დღეს კი დაგეგმილია დისკუსიები იმ ქმედითი ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებასა და, ზოგადად, სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას (რა უნდა შეიცვალოს და როგორ?).

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 მაისი, 2020 , 11:05

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. „კორონავირუსის

თბილისში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომობილს დაეცა

23 მაისი, 2020 , 16:42

ძლიერმა ქარმა თბილისში ხე მოგლიჯა, რის შედეგადაც კორპუსთან მდგომი ავტომობილები დაზიანდა. შემთხვევა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. ფოტოებს სოციალურ ქსელში მარიკა ხიდურელი ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამ

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე

23 მაისი, 2020 , 15:55

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმიანება საქართველოში შექმნილ ეპიდემილოგიურ სი

კორონავირუსიდან გამომდინარე მომავალი რთველი, ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისთვის, ყველაზე დიდი და რთული გამოწვევა იქნება - ლევან დავითაშვილი

23 მაისი, 2020 , 15:20

პანდემის გამო ევროპაში ღვინის დარგში შექმნილი ვითარება ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების და სატყეო პოლიტიკის მი

ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ

23 მაისი, 2020 , 14:10

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

23 მაისი, 2020 , 12:30

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:   o   მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა. o   მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი. o   დაშვებული გახდა ყვ