უკან

პოლიტიკა

8 მარტი, 2021 17:22
font-size

შეგვიძლია სანქციები დავუწესოთ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას და კორუფციას უწყობენ ხელს - მაიკ მაკფოლი

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკ მაკფოლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებსა და შექმნილ კრიზისზე „მთავარი არხის“ გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრობს.

მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე აჩვენა, რომ სანქციების დაწესების არ ეშინია და უკან არ იხევს.

"შეერთებულ შტატებს არა აქვს ინსტრუმენტები, რომ გაავრცელოს დემოკრატია ისეთ დიდ და ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი ან თუნდაც ირანი, მაგრამ საქართველო სხვა საკითხია. ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი პარტნიორობა, რომელიც მოიცავდა მრავალმილიონიან და ახლა უკვე ალბათ მილიარდიან დახმარებებს, ჩვენ გვაქვს სამხედრო პარტნიორობა და რა თქმა უნდა შეგვიძლია სანქციები დავუწესოთ პიროვნებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას და კორუფციას უწყობენ ხელს. თქვენ ყველამ კარაგდ ნახეთ რა გააკეთა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კალამოისკის შემთხვევაში უკრაინაში. ამერიკამ უნდა გამოიყენოს მთელი არსენალი", - თქვა მან.

ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში აღნიშნავს, რომ რუსეთს და მის პრეზიდენტს პუტინს არაფერი არ აინტერესებს ისე, როგორც ის, რომ საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატია დამარცხდეს.

"ვფიქრობ, საქართველოში ხალხმა უნდა გაიგოს ერთი რამ: შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დემოკრატიული იდეალები აერთიანებთ. საქართველოს არა აქვს ნავთობი ან რაიმე სხვა ბუნებრივი რესურსი, რომელიც შეიძლება ამერიკას სჭირდებოდეს. ამიტომ, ჩვენ ერთგულები უნდა დავრჩეთ ამ იდეალების. თუ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ იქნება, მაშინ ურთიერთობა ამერიკასთან და ევროკავშირთან შემცირდება და ეს ხალხმა უნდა გაიგოს. ჩვენ იდეალები გვაერთიანებს და ესეც რომ არა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკას სხვა პრობლემებიც აქვს მოსაგვარებელი, როგორც მსოფლიოში, ასევე საკუთარ სახლში და თუ საქართველომ ამ იდეალებს უღალატა, მაშინ ვაშინგტონში ხალხი საქართველოს მიმართ ინტერესს დაკარგავს", - თქვა მაიკ მაკფოლი.

მისივე განცხადებით, ახლა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებს შორის უნიკალური მომენტი დგას, პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს კარგად იცნობს, ქვეყანაში იმყოფებოდა სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.

მაკფოლი ამბობს, რომ NATO-ში გაერთიანების მთავარი წინაპირობა ქვეყანაში ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატიაა, რაც საქართველოში არ არის.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი