უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 13:05
font-size

შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი საქართველოში არალეგალური გზით მოხვდნენ - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირები საქართველოში, სავარაუდოდ, არალეგალურად მოხვდნენ.

მან აღნიშნა, რომ საქმის დეტალები ამ დრომდე ზუსტდება.

„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი“, -უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას.

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, რომ ერთ-ერთ ლიკვიდირებულ პირს ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს პირველად ესმის.

მან ურჩია ჟურნალისტებს, გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი“, -აღნიშნა გახარიამ.

მინისტრმა ასევე არ დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგად დააკავეს ქალი და ამოიღეს დიდი რაოდენობით იარაღი, ისნის სპეცოპერაციას არ უკავშირდება.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ, რომ ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ჩატარებულ ოპერაციასთან“,- განაცხადა გახარიამ.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი