უკან

საზოგადოება

22 მაისი, 2020 16:46
font-size

შეიძლება ჩვენი სლოგანი მოგწყინდათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად - ამირან გამყრელიძე

“მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება. ზაფხულში სიტუაცია შესაძლოა შემსუბუქდეს, თუმცა მეცნიერები მეორე და მესამე ტალღასაც ვარაუდობენ,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რაც შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, ხანდახან ეს მკაცრი შეზღუდვები იქნება.

"მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს და ის დიდი ხანი არ დასრულდება. სიტუაცია სხვადასხვა ქვეყნებში იცვლება. შეიძლება ჩვენი სლოგანი მოგწყინდათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, ეს საკმაოდ დიდხანს დაგვიჭრდება და დიდხანს დაგვჭირდება ასევე გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება.
ეპიდემიებს აქვს ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ სიტუაცია შეიძლება სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით, და მსოფლიო მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ იქნება მეორე ტალღა, მესამე ტალღა და ა.შ. ანუ, კორონავირუსული ინფექცია დიდხანს ჩვენთან ერთად იქნება.

ამიტომ, ეს შეზღუდვები, როგორიცაა მოკლევადიანი ამათუიმ არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვა და ა.შ. - ეს ქვეყანას დასჭირდება დიდხანს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად საგანგებო რეჟიმში უნდა ვიყოთ, ამიტომ ვამბობთ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, პერიოდულად შემზღუდველი ღონისძიებები, სანამ გაჩნდება ვაქცინა, სანამ შეიქმნება იმუნური ფენა, ეტიოტროპული წამალი, რომ გეცოდინება დაგემართა კორონავირუსული ინფექცია, ამ წამალს მიიღებ და მორჩები მალე, ანუ ვირუსს ის მოკლავს და გაანეიტრალებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

პირველი ივნისიდან თბილისის მერიის სერვისები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს

27 მაისი, 2020 , 12:26

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახ

პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები

27 მაისი, 2020 , 12:15

პირველი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. &bdqu

8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება

27 მაისი, 2020 , 11:58

8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

27 მაისი, 2020 , 11:40

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო მგზავრობა აღდგება

27 მაისი, 2020 , 11:40

საქალაქთაშორისო მგზავრობა 8 ივნისიდან აღდგება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მგზავრობისას დაწესებული იქნება

დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

27 მაისი, 2020 , 10:30

დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის გადაწყვეტილებასაც სებ-ის პრეზიდენტი საზოგადოებას ონლაინ ფორმატში გააცნობს. „27 მაისს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე,