უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ივნისი, 2021 12:06
font-size

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ არსებობას უწყობს ხელს - სალომე სამადაშვილი

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები და კონკრეტული ზეწოლის მექანიზმები „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან ყველა მცდელობა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას საფრთხეს უქმნის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ძალიან ცუდად იქნება აღქმული.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედმიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას საფრთხე შეუქმნას, ძალიან ცუდად იქნება აღქმული",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას არ უნდა წაერთვას შანსი, მართლაც გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად განსაზღვრავს საკანონმდებლო ორგანოში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და ასევე, გვექნება შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე, იმ ადამიანების ჯგუფთან, ვინც მუშაობს საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე.

ჩვენი მთავარი თემა, რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის, რა თქმა უნდა, მიშელის შეთანხმების შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უნდა შესრულდეს ზედმიწევნით მიშელის შეთანხმება. ერთი რამ ფაქტია - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, ძალიან ცუდად აღქმული იქნება.

დღეს ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეების მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ამ „კლანის“ მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს. ეს არის ის დისკუსია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან. მიგვაჩნია, რომ ზეწოლა უნდა გაიზარდოს ყველანაირი საშუალებებით, რომ ჩვენს ქვეყანას არ წაერთვას შანსი, მართლა გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. არსებული სასამართლოს სისტემით, მაშინ როცა კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს და იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ჩვენს წინაშეა, რეალურად საქართველოს შანსი, რომ წინ წავიდეს ნატო-ს მიმართულებით, არ აქვს. ეს მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირებისგან.

დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად მივიღებთ ძალიან მკაფიო არამხოლოდ გზავნილებს არამედ კონკრეტული ზეწოლის მექანიზმებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე, მიშელის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია დღეს, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფორმაციას ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი