უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2017 14:15
font-size

შეიძლება განვიხილოთ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების საკითხი, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა-გიორგი ტუღუში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, პარტიის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის დატოვების შესაძებ კონსულტაციები პრეზიდენტთან არ ჰქონია.

ამასთან, როგორც ტუღუშმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდა პარტიის მოთხოვნები საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული რომ „ევროპულმა საქართველომ“ კომისია დატოვოს.

„პრეზიდენტთან „ევროპულ საქართველოს“ კონსულტაციები არ ჰქონია. მე ვგულისხმობ საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესაძლებლობას. „ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე განაცხადა, რომ ძირითადი მიზეზი, ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების იყო, რომ მიგვეღწია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება. მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მივაღწიოთ ისეთ საარჩევნო სისტემას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით იმ დღიდან, როდესაც ამ კომისიის მუშაობაში დავიწყეთ მონაწილეობის მიღება“,-აღნიშნა ტუღუშმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მართავდა კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

მონიკა დავლიანიძე

აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება - სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი, 2020 , 18:07

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო

დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე - „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა“

16 ივლისი, 2020 , 16:36

კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა; ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს. მისივე განცხად

კობა გვენეტაძე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

16 ივლისი, 2020 , 16:15

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ის ვრცლად ისაუბრებს ეროვნული ბაკნის მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და

მინისტრთა ვიზიტების სიმწირე პარლამენტის როლს არსებითად აკნინებს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

15 ივლისი, 2020 , 17:33

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, მინისტრთა მოწვევებისა და მათი ვიზიტების სიმწირე ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მთავრობის მაკონტროლებ

ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს - გია ხუხაშვილი

15 ივლისი, 2020 , 16:22

ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

15 ივლისი, 2020 , 15:57

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე