უკან

ეკონომიკა

2 ოქტომბერი, 2017 17:00
font-size

შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქვეყანა იძირება ვალებში - რომან გოცირიძე

პარლამენტის ბიუროს საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ოფიციალურად წარედგინა.

დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

როგორც პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“თავმდჯომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, „შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქვეყანა იძირება ვალებში“.

„2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით 950 მილიონით იზრდება და ამ 950 მილიონში არ მოიძებნა არც ერთი თეთრი პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის. რაც მთავარია, ეს ფული დაქსაქსულია უამრავ არაეფექტიან ხარჯზე და რეალურად უზარმაზარი ზრდა არ აისახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე. ეს ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა ხუთი ბიუჯეტი, არის ქვეყანაში მაკროეკონომიკური არასტაბილურობის შემქმნელი. კვლავ 3%-ზე დიდია დეფიციტი და კვლავ არის ისეთი ხარჯები გაწეული, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ იმოქმედებს ფასების სტაბილურობასა და ლარის სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის“,- აღნიშნა გოცირიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი