უახლესი ამბები
- 05.03.2021 14:35გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც - ვახტანგ გომელაური
- 05.03.2021 14:35კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ნაბიჯებს ვდგამთ, 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე - ვახტანგ გომელაური
- 05.03.2021 14:35„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით - ვახტანგ გომელაური
- 05.03.2021 12:25იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
- 05.03.2021 12:25აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
- 05.03.2021 12:25მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
- 05.03.2021 12:25ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული შეფასებები სპეკულატიური და დილეტანტურია - ეკონომიკის სამინისტრო
- 05.03.2021 11:55ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში - სოზარ სუბარი
- 05.03.2021 11:55პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს - თამარ ქიტიაშვილი
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
არქივი
საზოგადოება


შეიძლება, პასუხისმგებელმა სტრუქტურამ 2 დღეში ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადება გააკეთოს და შედეგი არ იწვნიოს? - ანა დოლიძე ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაზე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გამოეხმაურა შსს-ის განცხადებებს ხადას ხეობაში სმიტების 3-სულიანი ოჯახის მკვლელობის შესახებ. მისი შეფასებით, აუხსნელი არ უნდა დარჩეს, უწყებამ რატომ გაავრცელა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მომხდართან დაკავშირებით.
„ხადას ხეობის ამბავი ხომ საშინელი ტრაგედიაა. როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ყველამ, საკითხავია. მაგრამ უპასუხისმგებლობისა და დაუსჯელობის გამეფებულ სინდრომზე რომ ვსაუბრობ ხოლმე, შსს-ს ამ შემთხვევას ვგულისხმობ: ორი დღეა სამინისტრო გვეუბნებოდა, რომ ძალადობის ნიშნები არ აღინიშნებაო, ახლა გვეუბნებიან საზარელი, თრილერის მსგავსი მკვლელობის შესახებ. შეიძლება, პასუხისმგებელმა სტრუქტურამ 2 დღეში ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადება გააკეთოს და შედეგი არ იწვნიოს? შეიძლება, რომ სრულიად გადაუმოწმებელი, არაკვალიფიციური, მოუმზადებელი რამ უთხრა ხალხს, მერე გადათქვა და მერე არაფერი? სულ მცირე, უპუხისმგებლობაა და უარეს შემთხვევაში მანიპულაცია. ამ სიმაღლის სახელმწიფო უწყებას ბევრად მეტი დაფიქრება და სიფრთხილე მართებს. თუ არ იცი მიზეზი, თქვი, რომ იძიებ, დაადგენ და იტყვი, რომ გაარკვევ. უნდა გამოვიდეს ახლა სამინისტრო, ახსნას, რატომ მოხდა ეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ მის წინასწარ დასკვნებს ჩირის ფასი აქვს“, - დაწერა დოლიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შსს-ის ინფორმაციით, ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს, რომელიც ბრალს აღიარებს. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.
უწყებამ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ.
2018 წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირისა და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, ბავშვს კი ამ დღეების განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი დღეს იპოვეს.
აშშ-ის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული შეფასებები სპეკულატიური და დილეტანტურია - ეკონომიკის სამინისტრო
5 მარტი, 2021 , 12:25
პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს - თამარ ქიტიაშვილი
5 მარტი, 2021 , 11:55

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 192, იმერეთში – 71, გურიაში - 25
5 მარტი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
5 მარტი, 2021 , 11:15

თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
5 მარტი, 2021 , 11:00

როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
5 მარტი, 2021 , 10:41