არქივი
პოლიტიკა


შეიძლება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ორი ეტაპი დაგვჭირდეს - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 16 ივნისს დანიშნული ვენეციის კომისიის პლენარულ სესიაზე იქნება განხილული კომისიის რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
„ამ სესიაზე განხილული იქნება ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ მოამზადა ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე გვქონდა დადებული პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, ამ პირობას მივყვებით რა თქმა უნდა, ბოლომდე და ვასრულებთ და შესაბამისად, კონსტიტუციას, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისია ინფორმირებულია, რომ „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ორ ეტაპად განხოციელდეს.
„ვენეციის კომისიასთან ჩვენ ეს ნათქვამი გვაქვს, მათ იციან, რომ ჩვენ შესაძლებელია ორ ნაბიჯად გადასვლა დაგვჭირდეს ამ სისტემაზე, ზუსტად იმის გამო, რომ გუნდის წევრების ნაწილი პრინციპულად წინააღმდეგია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში კომისიის მხრიდან პრობლემა არ იქნება დანახული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის სხდომას დაესწრებიან, რომელიც ხვალ გაიმართება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 მარტი, 2021 , 20:16
არაფერს დავთმობთ პრინციპულს, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ელენე ხოშტარია
4 მარტი, 2021 , 19:17
პლებისციტი არის დავის გადაჭრის ძალიან დემოკრატიული გზა - ბადრი ჯაფარიძე
4 მარტი, 2021 , 19:00

ახლა მთავარია, ივანიშვილი სააკაშვილის ჯინაზე პლებისციტს დათანხმდეს - გიგა ბოკერია
4 მარტი, 2021 , 18:25

მე მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ვმღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს და ვიცი, რომ მრავალხმიანობა მნიშვნელოვანია - შალვა პაპუაშვილი ერთპარტიულობაზე
4 მარტი, 2021 , 17:15

თუ ანაკლიის პორტის აშენება მართლა სურთ, შეწყვიტონ აბსურდული საქმე, დაარწმუნონ ინვესტორი პორტის აშენების განზრახვის სერიოზულობაში - გიგლა მიქაუტაძე
4 მარტი, 2021 , 16:55