უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 ნოემბერი, 2016 17:35
font-size

შეირაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა აშშ-ს „თანხმობას“ არ საჭიროებს - აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

არსებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს ამერიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა, ასევე რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიერ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა დაგმო.

„დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ გაცვეთილი პროპაგანდისტული ფრაზები „საქართველოს ტერიტორიული მთალინობისა“ და „ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების“ შესახებ, იმ რეალობას ვერ შეცვლის, რომელიც 1993 წელს აფხაზი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვებისა და 1999 წელს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის განმტკიცების შემდეგ დადგა“,-ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო კანონდებლობის სრული დაცვით, აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა, რაც აფხაზი ხალხის თვითყოფადობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

„რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. 2015 წლის 21 ნოემბერს მიღწეული შეთანხმება რუსეთისა და აფახაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთობლივ სივრცეს გულისხმობს, და არის ორი ქვეყნის დაინტერესების სფერო. მიღწეული შეთანხმება, მხოლოდ და მხოლოდ ორი ქვეყნის უამღლესი ორგანოების პრეროგატივაა და არც ერთი ქვეყნის მხრიდან, მათ შორის არც ამერიკის მხრიდან „თანხმობას“ არ საჭიროებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

ოკუპანტებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს

27 თებერვალი, 2020 , 14:45

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის მცხოვრები გაიტაცეს. შეიარაღებულმა ფორმიანებმა 60 წელს გადაცილებული ელდარ გუნდიშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფ

სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

23 თებერვალი, 2020 , 11:04

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტეს, ამოქმედებულია ცხელი

ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება - ქეთევან ციხელაშვილი

19 თებერვალი, 2020 , 14:35

"დიდი ხანია ჩვენი პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონში შექმნილია ძალიან დიდი რეალური ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკ

ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

19 თებერვალი, 2020 , 12:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტო

საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა - სუს-ი

15 თებერვალი, 2020 , 12:40

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცე

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება

14 თებერვალი, 2020 , 13:15

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება.   საოკუპაციო ძალების პოლიტიკა სულ უფრო ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`