უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 აგვისტო, 2020 15:15
font-size

`შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები... ძალიან ცუდად დაუმთავრდება` - შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას არშეწყალების შესახებ

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შეწყალებაზე უარით ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოაცალა - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილს უარს.

„ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის უკან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრეები და პედოფილები. მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება მას და პარიზიდან მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს. ეს გადაწყვეტილება არის პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მოსკოვის მითითება. მოსკოვში ფიქრობენ, რომ მათ მიერ მოყვანილი რეჟიმი იშლება და უკანასკნელი პოლიტპატიმრის გათავისუფლება უფრო დააჩქარებს ამ დაშლას“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. „მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროკურორი, რომელიც არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს - მიხეილ რამიშვილი

14 აგვისტო, 2020 , 17:11

მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაციები, გადმომეცა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაციები იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება საზღვარგარეთიდან მოთხოვნილ ინფორმაციებს, დაკავშირებულს სოციალურ ქსელებთან, - განაცხადა ადვოკატმა მი

“ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია” - ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებაზე

13 აგვისტო, 2020 , 13:00

„ლელოს“ ვაკის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება. „ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმა

ნატო ჩხეიძე: რა დაწმინდავს ამ სიჭრელეს?.. ამ აჭრილ ყოფას რა დაალაგებს...

13 აგვისტო, 2020 , 12:45

„რთული და მძიმე ვითარება ჩანს ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით... რთული, მხიმე და ერთობ აჭრილი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯ

პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 17:27

ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის, ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინის

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება

12 აგვისტო, 2020 , 17:00

ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მსგავს კითხვას გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი - უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ

ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას- გიორგი გახარია

12 აგვისტო, 2020 , 12:25

რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე