უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ნოემბერი, 2017 12:45
font-size

შეხედეთ რელობას, არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა - გიორგი მარგველაშვილმა კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან მიუსამძიმრა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს და მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამცველს.

მან მოუწოდა საზოგადოებას, რეალურად დაინახოს, რა გამოწვეევბის წინაშე დგას ქვეყანა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს სწირავენ, რისკის ქვეშ ამყოფებენ იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიცვან.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა საგანგებო დანიშნულების ქვეგანყოფილებას, ჯგუფს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ერთი მხრივ, ოპერაციის ჩატარებაზე, მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების განრიდებაზე საშიში ზონიდან, მათი მშვიდად იქიდან გამოყვანაზე. ესაა გმირობის მაგალითი, რომელიც ჩვენი საგანგებო დანიშნულების მებრძოლეები ახორციელებდნენ.

სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილი. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც თავისი სიცოცხლით რისკავდა სახელმწიფოსთვის, უფრო რეალურად თითოეული მოქალაქისთვის.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის მერე ჯანმრთელია ის სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ რაღაც მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, სადაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროება, არ არსებობს საშიშროება, რომ კრიზისი გადაიზარდოს უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული მოქმედება ასეთ შემთხვევებში, რომ არაა საჭირო უშიშროების საბჭო და ასევე მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც სულაა ასეთ ვითარებაში, რომ ის უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს. ალბათ ამ მიამიტურ განწყობას, რომელიც არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნია, ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთხელ შეხედეთ რელობას, არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“, -თქვა პრეზიდენტმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო ლიკვიდირებულია სამი, ასევე დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი.

ანა მებურიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები სხვ

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესი გააცნო დღეს მედიას საარჩევნო ადმინისტრაციამ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძ

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი მოსამართლეებისთვის საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ბორჯომში. ღონისძიება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,

თემირლანის საფლავთან ამომივიდნენ, აქ უნდოდათ დოლ-გარმონის გამართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

დღეს „პანკისობა 2018“-ის დღესასწაული ჩაიშალა. ამის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის და ადგილობრივების მწვავე პროტეტსტი გახდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი, აცხადებს, რომ მისი შვილის საფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`