უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2018 14:55
font-size

შეხედულებები ივანიშვილზე ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია მაღალ თანამდებობაზე დასანიშნად - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის მტკიცებით, გუშინ გავრცელებული ფოტო, რომელზეც ასახული არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ბიგვავა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, ადასტურებს, რომ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. კერძოდ, კახიძემ ისაუბრა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის კანდიდატურაზე. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, შათირიშვილი აზრს ვერ ხედავს დასავლურ ალიანსებში, ასევე ბიძინა ივანიშვილს მიერ ქართულ პოლიტიკაში შესვლას „ღვთის ნებას“ უწოდებს.

„გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ. კერძოდ, 26 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გაიმართა შეხვედრა საზმაუს დირექტორს, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ბექაურს, მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს შორის. ისინი განიხილავდნენ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად ბატონი ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხს. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ საზმაუს დირექტორს, ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ეს ფიგურა საზმაუს დირექტორი, ექვემდებარება კონტროლს სწორედ სამეურვეო საბჭოს მხრიდან და მას არ აქვს უფლება, შეარჩიოს სამეურვეო საბჭოს წევრები.

ამ შეხვედრაზე ასევე მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელი დაჯგუფება იქნებოდა ამ არჩევის წინააღმდეგი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რა ნიშნით, რა ფორმით არჩევენ ამ კანდიდატს. ბატონმა ზაზა შათირიშვილმა თქვა, „რომ კლასიკური გაგებით, ალიანსებმა, ნატომ უკვე აზრი დაკარგა. ნატო უკვე ანაქრონიზმია , მე მისი არსებობის აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო ევროკავშირის. გაუგებარია, რა არის მათი არსებობის ფუნქცია“. ანუ, ხელისუფლება, პრაქტიკულად და ის ზემოთ ჩამოთვლილი ფიგურები ლობირებენ ამ შეხედულების ადამიანს, რომ ის გახდეს სამეურვეო საბჭოს წევრი. ეს ფიგურა უკვე დასახელებულია ოფიციალურადაც ერთ-ერთ კანდიდატად და ხელისუფლება ცდილობს მის გაყვანას სამეურვეო საბჭოში. მას აქვს იქ რეალურად მოხვედრის შანსი, ვინაიდან მას უკანონოდ ლობირებს საზმაუს დირექტორი, მაგრამ რაში მდგომარეობს ის შანსი, რომელზეც ვსაუბრობ. მისი მეორე განცხადებას გაგაცნობთ: „იგი [ბიძინა ივანიშვილი] არის იდეალური მდიდარი, რომელიც კეთილი სამარიტელია“, რომ ღვთის ნებაა მისი შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში და ა.შ. ესაა მისი შეხედულებები ივანიშვილზე და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი დღევამნდელ რეალობაში, რომ მაღალ თანამდებობაზე გამწესდეს პირი“, -თქვა კახიძემ.

მან ასევე კახა ბექაური დაადანაშაულა ინტერესთა კონფლიქტში.

ცნობისთვის - გუშინ რუსთავი 2-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა „ევროპული საქართველოს“ წევრის, თამარ კაკაბაძის მიერ გადაღებული ფოტოები. კაკაბაძე ამტკიცებს, რომ შეხვედრა 26 იანვარს გაიმართა და მას ასევე ესწრებოდა გენპროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ფოტოზე არ ჩანს.

მისივე თქმით, მას აქვს რამდენიმე ფოტო, რომელშიც ლაშა ნაცვლიშვილიც ჩანს, თუმცა ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.

თამარ კაკაბაძის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეების საუბრის მთავარი თემა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალი წევრები და და მოახლოებული კონკურსი იყო.

ფოტომასალის გამოქვეყნება კაკაბაძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტის ვებგვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი 14 კანდიდატის სია გამოქვეყნდა, სადაც ზაზა შათირიშვილიც ფიგურირებს.

კანდიდატთა სია 4 მარტს გამოქვეყნდა. სამეურვეო საბჭოს 4 ვაკანტურ ადგილზე 14 განაცხადია შესული: მალხაზ ასლამაზაშვილი, ნინია კაკაბაძე, დონარა შონავა, ზაზა შათირიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ხატია ყურაშვილი, ზვიად დევდარიანი, ბესო ლილუაშვილი, ნათია სირაბიძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ია მამალაძე, ნათია კობერიძე, ბაია პატარაია და დავით კორახაშვილი.

ანა მებურიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი