უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2018 12:55
font-size

შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

მინისტრის მოადგილე მიესალმა ახალ თანათავმჯდომარეებს - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს, ჯიჰან სულთანოღლუსა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენლს, რუდოლფ მიხალკას, და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ისევე, როგორც მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო ფორმატების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას და გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხერხდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან და ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებიდან 10 წლის თავზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

მხარეებმა ისაუბრეს მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ. საქართველოს დელაგაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე შედეგებზე, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების მიზანმიმართულ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მიმართა ძალისხმევის შემდგომი მობილიზების თხოვნით, რათა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების გზით შესაძლებელი გახდეს ადგილზე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა.

ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი გაიმართება 2018 წლის 9-10 ოქტომბერს.

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს

18 თებერვალი, 2019 , 16:39

„ევროპული საქართველო“ საბანკო სესხებზე ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. „ჩვენი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნააა, პირველი, პარლამენტში

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

18 თებერვალი, 2019 , 16:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი იორდანიის სენატში საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ოსალა მალქავისა და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქარ

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

18 თებერვალი, 2019 , 15:25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ

18 თებერვალი, 2019 , 15:25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ოხანასჰვილი_გოგიცჰაისჰვილი_ ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ. კამათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტმა გამოიწვია

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. სესია, რომელსაც 190

დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება

18 თებერვალი, 2019 , 13:05

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება. როგორც პირველ არხს ჭიჭინაძემ განუ