უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ოქტომბერი, 2017 20:14
font-size

შეხვედრა ნატო-ს წარმომადგენლებთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინირებით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მრჩეველთა მისია უწევს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ტორსტენ დერიკი - NATO-ს ადგილობრივი ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; კრისტიან კოკვიკი - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; სტეფანო სანტამატო - NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების საოპერაციო სამმართველოს წარმომადგენელი; მაგდა კოუტკოვა - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; ჯიოვანი ფერარი - იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი; მერი გაბაშვილი - ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი; გრიგოლ მოდებაძე - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ნიკოლოზ ქავთარაძე - თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი და გიორგი ღიბრაძე - კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის დირექტორი.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, პრემიერის დავალებით, 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს აღნიშნულ პროექტზე, ხოლო 2017 წლიდან კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა

21 ივლისი, 2018 , 18:56

“ევროპულმა საქართველომ “პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ქუთაისში წარუდგინა. „საზოგადოება არის გახლეჩილი, ს

არცერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა - ირაკლი კობახიძე

21 ივლისი, 2018 , 18:40

„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა არის უ

პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითად “ქართული ოცნება” განსაზღვრავს, ეს მოსწონს თუ არა მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს - ირაკლი კობახიძე

21 ივლისი, 2018 , 17:50

პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კონახიძის ვარაუდით, თუ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ის სოლიდურ შედეგს ვერ აჩვენებს. კობახიძის შეფასებით, მარგველაშვილის განცხადებე

განიხილება რამდენიმე სერიოზული კანდიდატი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები - კახა კალაძე

21 ივლისი, 2018 , 17:50

თბილისის მერის, ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რამდენიმე სერიოზულ კანდიდატს განიხილავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქ

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე 233 პირიდან ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა - გიორგი მიქაუტაძე

21 ივლისი, 2018 , 17:25

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველ ეტაპზე სულ 233 პირი იყო რეგისტირებული, მათგან 75-ქულიანი ზღვარი 73-მა მონაწილემ გადალახა. მიქაუტაძის მტკიცებით

ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას - ირაკლი კობახიძე

21 ივლისი, 2018 , 17:25

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას. ირაკლი კობახიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლას

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან