უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მაისი, 2016 18:20
font-size

შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ელჩთან

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლს უმასპინძლა. შეხვედრას საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი კრის გოფი ესწრებოდნენ.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდია ჯანელიძემ ალექსანდრა ჰოლ ჰოლს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა საბჭოს აპარატის და ბრიტანელი კოლეგების მიმდინარე ერთობლივი საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თქმით, ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნა ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თვალსაჩინო პროექტია და დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისების მართვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე. მინდია ჯანელიძის თქმით, ამჟამად საბჭოს აპარატის კოორდინაციით და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით ეროვნული დონის ხუთ სტრატეგიაზე მიმდინარეობს მუშაობა. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს ექსპერტიზის მიმართულებით აქტიური დახმარება გაუწიოს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი