უკან

პოლიტიკა

13 მარტი, 2017 18:45
font-size

შემაშფოთებელი იყო კონკრეტული პარტიის, პარტიების წარმომადგენლების სოლიდარობა დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმში მომხდარ არეულობაზე საუბრისას იმ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს „დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს“.~

კობახიძე არ გამორიცხავს სანქციების ამოქმედებას კონკრეტული პოლიტიკოსისა თუ პარტიის მიმართ.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო კონკრეტული პარტიის, პარტიების წარმომადგენლების დამოკიდებულება საკითხის მიმართ. მაგალითად სოლიდარობა, რომელიც მათ გამოუცხადეს დესტრუქციულად მოქმედ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, მთავარია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ზუსტად ვნახოთ, როგორ წარიმართა პროცესები, ვინ იდგა ამის უკან, იყო თუ არა მართული პროცესები და ამის საფუძველზე უნდა დადგეს სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის საფუძველზე ვისაუბროთ კონკრეტულ სანქციებზე, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების თუ ადამიანების მიმართ. თუ იკვეთება სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, შეიძლება ვისაუბროთ სამართლებრივ დევნაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სხვა და გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც უნდა ვისმჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 11 მარტს ბათუმში „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასწორი პარკირების გამო მამა-შვილის დაჯარიმებასა და შემდგომში ადმინისტრაციული წესით დაკავებას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს აპროტესტებდნენ, ასევე საპატრულო პოლიციის უფროსს ადგილობრივების მიმართ შეუმწყნარებლობაში ადანაშაულებდნენ.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე