უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 მაისი, 2019 15:04
font-size

შემაშფოთებელია კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები - საია

ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

14:00 საათისთვის დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საია - ში აცხადებენ, რომ ზუგდიდის საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხლა-შემოხლის ფაქტები დაფიქსირდა. ინცინდენტები მოხდა #9, #95 და #97, #87 საარჩევნო უბნებზე. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესიდან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე.

„ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება. ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები.

ფარულობის პრინციპი ირღვევა წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ბიულეტენის სკანერს რამდენჯერმე შეექმნა ტექნიკური პრობლემა. მისი გადაჭრისას საჭიროა შევსებული ბიულეტენის მოწყობილებიდან ამოღება, რა დროსაც შესაძლებელია მოქალაქის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირთა დიდი რაოდენობა იმყოფება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევაა. მან უნდა უზრუნველყოს სადამკვირვებლო სივრცის სამართლიანი განაწილება ისე, რომ ხმის მიცემის პროცესის დროს დაბრკოლებები არ შეექმნათ ამომრჩევლებს.

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ ზუგდიდის ოლქში დაიწერა სულ 5 საჩივარი:

- #73 და #75 საარჩევნო უბნებზე - წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი; წილისყრით გამოვლენილ ფუნქციაზე უარის თქმა);

- #10 და #32 უბნები - კენჭისყრის პროცედურის დარღვევა (გადასატანი ყუთის სიაში მყოფმა პირმა ხმა უბანზემისცა; კაბინაში კონვერტის შეტანის ფაქტი);

-#108 უბანი - საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (უბანში ტვ „იმედის“ „სტრინგერი“ – Lივე რეპორტიორი მოწმობის გარეშე შეუშვეს - ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია);

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ მარნეულის ოლქში დაიწერა სულ 1 საჩივარი:

- #83 უბანში - განმეორებითი ხმის მიცემა (მარკირება გავლილმა პირმა მეორედ მისცა ხმა)" - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 მარტი, 2024 , 18:15

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკში ამ მიმართულე

საქართველოს ბანკისა და UNDP-ის თანამშრომლობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, 15-მა მეწარმემ გადამზადება გაიარა

18 მარტი, 2024 , 14:46

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის

21 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

18 მარტი, 2024 , 13:23

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული საა

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

18 მარტი, 2024 , 12:34

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა&ld

16 მარტს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

15 მარტი, 2024 , 15:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი. ამასთან, მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

15 მარტი, 2024 , 15:41

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმარტებას აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი