უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 12:30
font-size

შემაშფოთებელია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრს იმის გამო აყენებენ შეურაცხყოფას, რომ ის საკუთარ მოვალეობას ასრულებს - კახა კოჟორიძე

ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ შეშფოთება გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20 ოქტომბრის სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.

კოჟორიძის ინფორმაციით, ახალი კონსტიტუციით იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებები იზრდება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, პარალელურად უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე. მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს სხდომები საჯარო უნდა გახდეს.

„წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოება ინფორმირებულია, თუ რა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ კონსტიტუციურ ორგანოს უზრდის უფლებამოსილებას და შესაბამისად, მას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა. იმის ნაცვლად, რომ ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა გამოყენებული იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენ ვხედავთ ახალ პრობლემებს. უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, არის უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების მსხვერპლი. ცხადია, ეს არის შემაშფოთებელი. ალბათ აუცილებელია, რომ ყველა, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემების მოგვარება, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე. აუცილებელია, გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ორგანოზე, გაიხსნას მისი სხდომები და იქ, სადაც შესაძლებელია საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაესწროს სხდომებს, მოისმინოს იქ მიმდინარე პრობლემები და იყოს მეტი საჯაროობა“, -თქვა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დახურულ სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე მსჯელობდნენ. საბჭოს წევრ ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, საბჭოს მოსამართლე წევრებმა მას არაეთიკურად მიმართეს. ჯანეზაშვილის განმარტებით, საბჭოს წევრების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მან უვადო მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, როგორც არაკეთილსინდისიერი კანდიდატები, ისე შეაფასა. ჯანეზაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ მისი შეფასება წინასწარ გაიგეს, რის გამოც ხმის მიცემის პროცედურის კონფიდენციალურობა დაირღვა. ამის საფუძველი ჯანეზაშვილს მაშინ გაუჩნდა, როცა საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა შემდეგი კითხვით მიმართა „თქვენ კეთილსინდისიერი ბრძანდებით, ქალბატონო ნაზი?“.

ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად - ვახტანგ მეგრელიშვილი

1 დეკემბერი, 2020 , 15:10

ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს, &ndash

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

1 დეკემბერი, 2020 , 14:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

1 დეკემბერი, 2020 , 12:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. "ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

30 ნოემბერი, 2020 , 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხ

„ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი, 2020 , 16:05

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევ

ჩვენი ფასილიტატორები და პარტნიორები ზედმეტად არ უნდა - გიგი უგულავა

30 ნოემბერი, 2020 , 15:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული