უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

12 მარტი, 2018 16:15
font-size

შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს - მამუკა არეშიძე

კომუნიკაცია მქონდა მეორე მხარესთან და შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს, – განაცხადა ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ტატუნაშვილს აიძულებდნენ, რომ ვიდეოკამერის წინ მიეცა „ჩვენება” და „ეღიარებინა”, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ დივერსიულ ჯგუფს ქმნიდა, რაც არ გააკეთა და სწორედ ამის გამო მოკლეს.

„კომუნიკაცია მქონდა მეორე მხარესთან და შემიძლია, თითქმის ზუსტად გითხრათ, რაც არჩილ ტატუნაშვილს დამართეს. იგი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის სამხედრო მისიებში და მისთვის უნდა დაებრალებინათ დივერსიული ჯგუფების შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. მთავარი აქ ის იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილს ოკუპანტებისთვის ვიდეოკამერის წინ უნდა მიეცა „ჩვენება” და „ეღიარებინა”, თითქოს დივერსიულ ჯგუფს ნამდვილად ქმნიდა. ტატუნაშვილი ახალგორში აიყვანეს ოსებმა, რუსები იქ არ ყოფილან! არჩილ ტატუნაშვილი არის იმ ტიპის გმირი, როგორი გმირობაც გიორგი ანწუხელიძემ ჩაიდინა, ანუ არჩილ ტატუნაშვილი ვერაფრით აიძულეს, კამერის წინ ჩვენება მიეცა და ცემით მოკლეს!” – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ტატუნაშვილის მკვლელობაში უშუალოდ რუსები მონაწილეობდნენ თუ არა, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთელი ძალოვანი უწყებები რუსეთის შესაბამის სტრუქტურებშია გაერთიანებული. ამდენად, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს!” – განაცხადა არეშიძემ.

ამასთან, არეშიძე აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტის გამო რუსეთის ფედერაციიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროებას ძალიან მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

„როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, პუტინმა თურმე მომხდარის გამო, ძალიან მკაცრი ბრძანებები გასცა… ამის გამო ოსები ძალიან შეშინებულები არიან და არ იციან, როგორ გამოძვრნენ სიტუაციიდან! ” – აცხადებს მამუკა არეშიძე.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი