უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივნისი, 2018 16:25
font-size

შემოდის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც შედეგად მოგვიტანს მეტი ქალის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა რეგიონული კონფერენცია – მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო, იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საზოგადოების ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ და როგორც სხვადასხვა კვლევებიდან ჩანს, მათ აქვთ განსხვავებული საჭიროებები და პრიორიტეტები. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძირითადად მამაკაცები მონაწილეობენ, ხოლო ქალები ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილი.

მისივე განცხადებით, ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეს.

„ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს თანაბარი თუ არა, თანაბართან მიახლოებული მაინც. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დომინაცია, მამაკაცების 80-90%- და ქალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არიან ძალიან აქტიური, კომპეტენტური, განათლებული, კეთილსინდისიერი, საქმის მიმართ თავდადებული ქალები, მაგრამ რატომღაც, მათ მუდმივად ხვდებათ დაბრკოლებები. შესაბამისად, ის საკითხები, რომელიც საზოგადოების ამ ნახევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, იჩრდილება სხვა თემებით. გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, ამ საჭიროებებს არ ასახავს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტი ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

„შემოდის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც შედეგად მოგვიტანს მეტი ქალის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამაში იგულისხმება სავალდებულო გენდერული კვოტები. საარჩევნო სიებში ქალები და მამაკაცები იქნებიან წარმოდგენილი გარკვეული პროპორციით, დაახლოებით, საუბარია ერთ მესამედზე“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი ინფორმაციით, ამ მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე უარი თქვა ამ კანონის მიღებაზე. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავასრულეთ ამ საკითხზე მუშაობა. მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც მცირედით განსხვავდება წინა ვერსიისგან. ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ თემას. პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტს“, – განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში (LDA), ხოლო მხარდამჭერები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EUMI)სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS).

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

23 ივლისი, 2019 , 16:01

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარფიშვილმა განაცხა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

23 ივლისი, 2019 , 15:52

24-25 ივლისს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინის

ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ - დავით ზურაბიშვილი

21 ივლისი, 2019 , 17:33

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. - ამის შესახებ წერს &ldq

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

20 ივლისი, 2019 , 11:23

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს არჩილ თალაკვაძემ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ

ლაშა დარსალია ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

20 ივლისი, 2019 , 10:59

18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

19 ივლისი, 2019 , 16:30

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალინმა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს