უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივლისი, 2020 12:05
font-size

შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის „წერის არქიტექტურა` გამარჯვებული გამოვლინდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია „სილქნეტის“ შემოქმედებითი პრაქტიკული კურსის „წერის არქიტექტურა" გამარჯვებული გამოვლინდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ჩხიკვაძემ წარმატებით შეასრულა დასკვნითი დავალება და მისი ნაშრომი მონაწილეებს შორის საუკეთესოდ დასახელდა.

კურსის ბოლოს, მინი კონკურსის დავალება, რომელიც ახალი ნაშრომის დაწერას, კერძოდ კი სიზმრის აღწერას გულისხმობდა, სტუდენტებს ანა კორძაია-სამადაშვილმა მისცა.

„მნიშვნელოვანი პროექტია „წერის არქიტექტურა“, წამახალისებელი ძალაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლა იწყებს წერას, მოყვარული მწერლებისთვის, ახალგაზრდებისთვის,“- განაცხადა ანი ჩხიკვაძემ.

პროექტის ფინალური ეტაპისთვის შერჩეულმა პრაქტიკული კურსის 20-მა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ორი კვირის განმავლობაში წერის სტრუქტურის შესახებ მწერლებითა და ლიტერატურათმცოდნეებით დაკომპლექტებული გუნდის ტრენინგები გაიარეს. კურსის მონაწილეებმა გაიცნეს თანამედროვე ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანები და მათგან ისწავლეს თუ როგორ მოიფიქრონ საინტერესო და მიმზიდველი სათაური, როგორ შექმნან სიუჟეტი, მოყვნენ ამბავს საინტერესოდ და წერონ გამართული დიალოგები, როგორ გამოიმუშავონ წერის საკუთარი სტილი ძირითადი ლიტერატურული ხერხების მეშვეობით და შექმნან ახალი ნამუშევრები. პრაქტიკულ კურსს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები - ბექა ადამაშვილი, დავით გაბუნია, გიორგი კეკელიძე, ზვიად კვარაცხელია, ანნა კორძაია - სამადაშვილი, დათო ტურაშვილი და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ.

„მასტერკლასი უკვე მეორედ ჩატარდა თსუ-ის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში და მასში 500-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. გამარჯვებული სასაჩუქრე ვაუჩერით დავაჯილდოვეთ, ასევე ფინალის ყველა მონაწილეს გადავეცით თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები. მასტერკლასის ყველა მონაწილეს, ფინალისტს ველოდებით „შემოდგომის ლეგენდაზე“ შემოდგომაზე,“- აღნიშნა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ.

პროექტის გამარჯვებულს თსუ-მ საჩუქრად ტექნიკის მაღაზიის 400-ლარიანი ვაუჩერი, კომპანია “სილქნეტმა” მობილური ტელეფონი გადასცა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. პროექტის დახურვა და მონაწილეთა დაჯილდოება ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოხდა. "წერის არქიტექტურა" თსუ-სა და "სილქნეტის" ერთობლივი სტუდენტური ლიტერატურული პროექტის - "შემოდგომის ლეგენდა" ფარგლებში განხორციელდა.

„სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პანდემიის გამო არ გამოვტოვეთ და წელსაც, დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, ჩავატარეთ წერის მასტერკლასი. მასტერკლასი წარმატებით ჩატარდა ონლაინრეჟიმში. დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თორმეტწლიანი პარტნიორობისთვის და ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისთვის,“- განაცხადა „სილქნეტის“ კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ლიკა მეტრეველმა.

ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" ისტორიაში შემოქმედებითი პრაქტიკული კურსი "წერის არქიტექტურა" უკვე მეორედ ჩატარდა. პრაქტიკული კურსი სპეციალურად "შემოდგომის ლეგენდის" ათწლიანი გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დაიგეგმა.

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე