უკან

საზოგადოება

15 მაისი, 2019 17:40
font-size

„შემოქმედებითი თბილისი“ - თბილისის მერიამ ახალი კულტურული პროგრამა წარადგინა

დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ახალი პროგრამა - „შემოქმედებითი თბილისი“ წარადგინა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამეფო უბნის თეატრში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილმა განაცხადა, ახალი პროგრამა ევროკავშირის პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“ ეხმიანება.

„მსოფლიოში, კრეატიული ინდუსტრიების ზრდის პარალელურად, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის პოლიტიკის ნაწილი გახდა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. ამ პროგრამის მეშვეობით თბილისის მერია ხელს შეუწყობს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდების დასაქმებას, მდგრადობას და განვითარებას“, - აღნიშნა მაკა ნასრაშვილმა.

დედაქალაქის მერიის ცნობითვე, პროგრამის ამოცანაა შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში კულტურული მრავალფეროვნების გამოკვეთა, კულტურის სფეროზე ხელმისაწვდომობის, ჩართულობის გაძლიერება და მდგრადობა, კულტურული ტურიზმის განვითარება და ამით დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

პროგრამის საკონკურსო მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება.

„შემოქმედებითი თბილისის“ საკონკურსო განაცხადების მიღება იწარმოებს ვებგვერდზე www.culture.tbilisi.gov.ge. პროგრამისთვის შექმნილ ახალ ელექტრონულ პლატფორმაზე, დაინტერესებული პირები დეტალური ინფორმაციის მიღებას და მათთვის პრიორიტეტულ მიმართულებაზე განაცხადის ონლაინ რეჟიმში გაკეთებას შეძლებენ.

ეკა ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

24 ივლისი, 2019 , 10:05

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. როგორც საქ

ოქუაშვილის თამბაქოს ბიზნესი, ჯოხთაბერიძის „მაგთიკომი“, „საქართველოს ტელეკომი“, რკინიგზა, ბენზინის იმპორტი... იმათთვის ჩვენ უნდა წაგვერთმია და ამათთვის გვეჩუქებინა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:30

ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ გა

შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:16

მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

24 ივლისი, 2019 , 09:07

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Ana

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 ივლისი, 2019 , 08:43

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საა

ბედნიერი ვარ იმ სითბოსთვის, რომელიც ხალხმა საქართველოში ჩემს მიმართ გამოხატა - ბრაზილელი რივალდო

23 ივლისი, 2019 , 17:33

ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილელი რივალდო adjarabet.com-ის სახე გახდა. "ძალიან მიხარია რომ საქართველოში მეორედ მომიწია ჩამოსვლა. იმედი მაქვს რომ კიდევ მომიწევს ჩამოსვლა და დარწმუნებული ვარ რომ ბევრი რამ არის სანახავი. ძა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს