უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
ეკონომიკა
5 აპრილი, 2017 11:50
შემოსავლების კუთხით გატარებული რეფორმების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ჩემპიონია - ვალერიო ბარბანტინი
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლის ვალერიო ბარბანტინის განცხადებით, შემოსავლების კუთხით გატარებული რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ჩემპიონია.
ამის შესახებ ბარბანტინიმ შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სამდღიან რეგიონულ შეხვედრაზე განაცხადა.
„შეხვედრაში 14-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. რეფორმები კი თითქმის 100 ქვეყანაში მიმდინარეობს. მინდა ვთქვა, რომ ამ კუთხით საქართველო ერთ-ერთი ჩემპიონია. ზოგადად, მსგავსი პოლიტიკით ქვეყნები დიდ სარგებელს ნახულობენ, მაგალითად, გადასახადების დამალვასთან ბრძოლის კუთხით“,-აღნიშნა ბარბანტინიმ.
მონიკა დავლიანიძე