უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

27 სექტემბერი, 2017 12:30
font-size

შემოსავლების სამსახური რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს მიმართავს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს ქართული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ, უცხოური კომპანიების მიერ თაღლითური სქემების გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართავს საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს:

,,ინტერნეტის საშუალებით აზიის, აფრიკის ან აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის შესყიდვისას, სათანადო გადამოწმების გარეშე საქონლის მომწოდებელ სუბიექტთან საქმიან გარიგებაში შესვლა და მისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა დაუშვებელია.

აღნიშნულ სუბიექტებს, რეალურად კი ფიქტიურ კომპანიებს აქვთ კარგად გაფორმებული ვებ-გვერდები, ან იყენებენ ცნობილი კომპანიების სახელს. მყიდველს პროდუქციას სთავაზობენ საგრძნობლად დაბალ ფასად, სანაცვლოდ, ითხოვენ სრული თანხის ან მისი ნაწილის წინასწარ გადარიცხვას, მათ შორის, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე.

შესაბამისად, გთხოვთ ინტერნეტსესყიდვების დროს გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმოთ პოტენციური პარტნიორის როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა. ამასთან, მნიშვნელოვანია ანგარიშსწორება განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული და აპრობირებული ნორმების შესაბამისად.“

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`