საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელი კომპანიების მიერ 22 000-მდე განაცხადი დარეგისტრირდა
დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაახლოებით, 22 000 -მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949 დაქირავებით დასაქმებულზე.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (შAღშ-ჩOV-2) გამოწვეული ინფექციის (ჩOVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.
„აღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, 46 753 მეწარმე სუბიექტს უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო 3 400 -მდე პირთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3010 ლარი გახდა
21 იანვარი, 2021 , 17:25
თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო
21 იანვარი, 2021 , 17:25

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
21 იანვარი, 2021 , 17:10

ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო - თეა წულუკიანი
21 იანვარი, 2021 , 14:55

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 1-20 იანვარს, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 161 289 განაცხადი დარეგისტრირდა
21 იანვარი, 2021 , 14:20
საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა
21 იანვარი, 2021 , 14:20