უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 მარტი, 2019 12:21
font-size

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა სტუმრებს უწყების ძირითადი ამოცანები გააცნეს და მათთან ერთად ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

,,ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვხვეწთ ე.წ. დღგ-ის დაბრუნების მოდულს, რათა მოთხოვნის შესრულება მოხდეს წადგენისთანავე,“ - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ვახტანგ ლაშქარაძის თქმით, ,,საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებისას მნიშვნელოვანია სწორედ მოხდეს რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და რისკის მართვის პროგრამის ანალიზი. ყოველივე ეს დაზოგავს, როგორც უწყების დროს ასევე, ბიზნესის დროს და რესურს“.

შეხვედრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა საბაჟო სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და სტუმრებს ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა.

დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა 14 ბიზნეს ასოციაციის, კერძოდ; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რესტორანთა ასოციაციის, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორტა ასოციაციის, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ასოციაციის, ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის - ,, ქალები მომავლისთვის“, საზღვაო ბროკერებისა და აგენტების ასოციაციის, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს დამოუკიდებელ ლაბორატორიათა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პირველი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შემოსავლების სამსახურის უფროსმა 20 მარტს გამართა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი