უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2017 13:00
font-size

შემოწმების შედეგად, 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.

როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის “უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები” გახსნამდე განუცხადა, სახელმწიფოს რეგულაციების შემუშავებამდე მხოლოდ ერთი წელი აქვს დარჩენილი, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის.

“სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით”, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეაგირება მოხდა, თუმცა დღემდე ბევრი რამ არ არის გაკეთებული, ის მინიმალური პირობები, რაც უნდა შესრულდეს.

თავის მხრივ, როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა, მათი ორგანიზაციის მიერ შემოწმებული 44 სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის.

მისი განმარტებით, მათ მიერ შემოწმებული სათამაშოები ჩინური წარმოებისაა.

“შევამოწმეთ ბაზარზე გავრცელებული იაფი სათამაშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის. გამოიკვეთა ნორმების გადაჭარბება, ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე. კვლევა ყველა პარამეტრზე არ განხორციელებულა, შემოწმდა ფტალატების შემადგენლობა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში ნორმები, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების ხარისხს და არც მაკონტროლებელია, რომელიც ამას შეამოწმებს. სავალალო მდგომარეობაში ვართ”, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ვიზრუნებთ, რომ ყველაზე შეჭირვებულ ფენას მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 20:10

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყოველთვის იყო ჩვენი ზრუნვის საგანი. თქვენ დღეს ხედავთ როგორც მარნეულში, ისე ბოლნისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, ჩვენი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მოხალისეები და ბიზნესის წარმომადგენლებ

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მდგომარეობას ეხება - გიორგი გახარია

30 მარტი, 2020 , 19:48

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი - 144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, - ამის შესახებ საქ

ხვალ ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას

30 მარტი, 2020 , 18:56

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და გ

თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

30 მარტი, 2020 , 18:47

საქართველოში საყოველთაო კარანტინის დაწესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომ

საერთაშორისო და შიდა სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვები არ ვრცელდება - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:35

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული შეზღუდვები არც შიდა და არც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.  ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მთავრობის ად

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოების საქმიანობა დასაშვები იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - მაია ცქიტიშვილი

30 მარტი, 2020 , 18:20

ვაწესებთ დამატებით შეზღუდვებსა და სპეციალურ რეჟიმს ეკონომიკურ საქმიანობაზე, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა,