უკან

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

შემოწმებული 80-ზე მეტი საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველაში დარღვეულია - შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი

ოქტომბრიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელი 34 პირი შეამოწმა. სამი ობიექტის შემოწმების ანგარიში დამუშავების პროცესშია.

უწყების ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ყველა შემთხვევაში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელის სახე – გაფრთხილება. შემოწმების შედეგად გაიცა მითითებები შემდეგი სახის დარღვევებზე: საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასების და მართვის სისტემის არარსებობა და არასრულყოფილება ორგანიზაციაში; პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველმყოფი აუცილებელი ზომების არარსებობა; სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობის იდენტიფიცირების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების არ ქონა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა; საწარმოო გარემო ფაქტორების შეუფასებლობა; სწავლებებისა და ინსტრუქტაჟების ჩაუტარებლობა; მანქანა-დანადგარების, ტექაღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის კონტროლის გაუმართავი პროცედურები; საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების გეგმის უქონლობა. კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა პირველ არხს შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალიც მიაწოდა, ესენია: შპს „კვირიკე“ ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერის დამუშავება; შპს „კრიალა“ – საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება; შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ – ნავთობპროდუქტების წარმოება; შპს „თევანი“ – ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ვესტა ტექსტილი“ – ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება; შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; შპს „ტობე“ – ბეტონის წარმოება; შპს „აია ტექსტილი“ – სპეცტანსაცმლის წარმოება; შპს „მემთექს ჯორჯია“ – ტანსაცმლის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სს „ქუთაისის მექანიკური ქარხანა“ – მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები; შპს „ფშაველა“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; შპს „გზამგები“ – ასფალტბეტონის წარმოება, ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ბევრილი ჯგუფი“ – ფქვილის წარმოება; შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ – ფოლადის წარმოება; შპს „პროგრესი“ – ფქვილის წარმოება; შპს „დასა“ – ფეხსაცმლის წარმოება; შპს „ვარციხე 2005“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; შპს „ფელინ გლობალი“ – ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება; შპს „ინჯაფა“ – ლითონის სხვა მზა პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; შპს „ქუთაისცემენტი“ – ცემენტის წარმოება; შპს „იჯიეს“ – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; შპს „ოთსანა“ – პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება; შპს „ვიქტორია“ – ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ლიდერი“ – ფქვილის წარმოება; შპს „ლევანტო“ – ფეხსაცმლის წარმოება; შპს „რუსთვაის ფოლადი“ – ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება; შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ – ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ; შპს „გზა-მშენებელი“ – გზების და ავტობანების მშენებლობა; შპს „აისბერგ ფოთი“ – სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის სასაწყობე ოპერირება; შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ – სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება შპს „ჩინეთის რკინიზგის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ – გზების და ავტობანების მშენებლობა.

პირველი აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. მაშინაც, დარღვევები ყველა შემოწმებულ ობიექტში აღმოჩნდა.

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოებში შესვლა შრომის ინსპექტორებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ.

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი