უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მარტი, 2017 17:10
font-size

შემოვიდნენ, ეგრევე ხელების გადაგრეხვა, გადამეტებული დოზით ძალადობა, გამოგვათრიეს გარეთ გინებით- პრეზიდენტის სიძე

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მიხეილ თათარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებული ბრალდებას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.
ბრალდებული ირწმუნება, რომ მან დაკავებიდან მეორე დღეს გაიგო, რომ მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდნენ.

თათარაშვილის განცხადებით, მას პოლიციას არ განუმარტავს რატომ ითხოვდნენ ავტომობილში ჩამჯდარიყო.

"როცა ვკითხე რატომ უნდა ჩავჯდე დაკავებული ვართქო? მითხრეს - არაო, უნდა გაგესაუბროთო, შემდეგ მანქანაში ჩამტენეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. 2 დღეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გავიგე, რომ დაკავებული ვიყავი ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით,"- განაცხადა განსასჯელმა.

მიხეილ თათარიშვილის ინტერესების დამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ თათარიშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„თათარიშვილი არის შოკში, იმდენად წარმოუდგენელია მისთვის ეს ყველაფერი. სამი საათის განმავლობაში ექიმებმა კლინიკურად შეამოწმეს და განაცხადეს, რომ ის არ იმყოფებოდა კლინიკურად ნარკოლოგიური თრობის ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულ შემოწმებაზე ემ ვე დე-ს დაწესებულებაში უარი განაცხადა, ვგეგმავთ სამხარაულში ჩავაბაროთ თმის ღერი, რაც ყველას დაარწმუნებს, რომ ის არასოდეს მომხმარებელი არ ყოფილა,“- განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა პრეზიდენტის სიძე, რომელიც აცხადებს, რომ თათარიშვილის დაკავების დროს ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

„შემოვიდნენ, ეგრევე ხელების გადაგრეხვა, გადამეტებული დოზით ძალადობა, გამოგვათრიეს გარეთ გინებით, ყვირილით, მანქანაში ჩატენვით. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციიდან ვართო, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მოიტყუეს და ქალაქის მთავარი სამმართველოდან იყვნენ, ტელეფონი, ყველაფერი წაგვართვეს, მიშო ჩასვეს მანქანაში და მოიტაცეს. ადგილზე მე ხუთი წუთი ვყავდი დაკავებული, იმიტომ, რომ არ გავყოლილიყავი და ვერ მივმხვდარიყავი სად მიჰყავდათ მიშო, ის გააქრეს, რომ მართლა ვერ გავიგე სად წაიყვანეს, მერე გავიგე, რომ მთავარ სამმართველოში ჰყავდათ და აღმოაჩნდა 18 აბი სუბოტექსი, არც მე გავუჩხრეკივარ, არც ლევან მაისურაძე, მიშოზე იყო ეტყობა აშკარა მითითება, რომ ის უნდა დაეჭირათ,“- განაცხადა მინდია გოგოჭურმა.

საკვანძო სიტყვები:

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ,შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს - შს მინისტრის მოადგილე

7 ივლისი, 2020 , 14:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდეგ, შესაძლოა, საქმის კვ

შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

7 ივლისი, 2020 , 14:55

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და ა

6 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1 532 ფაქტი გამოვლინდა

7 ივლისი, 2020 , 12:05

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავ

შსს სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

6 ივლისი, 2020 , 14:25

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 34 წლის მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნო

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ბაჩანა შენგელიას ინტერესებს დაიცავს

6 ივლისი, 2020 , 12:15

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მათი ინფორმაციით, 24 ივნისს, ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას მიმართ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დისციპლ

სურამში, მამაკაცმა მძინარე ცოლი ლოგინში ჩაცხრილა

6 ივლისი, 2020 , 11:28

სასტიკი მკვლელობა სურამში. 35 წლამდე კაცმა საკუთარი მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ახალგაზრდა ქალს ეძინა. შემზარავი შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარკვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე