უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2018 16:55
font-size

შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს - ნიკოლოზ გაგუა

საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენციის მიუხედავად, შეინარჩუნებს სოციალური უზრუნველყოფის მიმართულების 9-10 პროცენტიან ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ სოციალური ხარჯები გაიზრდება მშპ-ის ზრდის პროპორციულად, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლოზ გაგუამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფისკალური ჩარჩო გულისხმობს მიმდინარე ხარჯების შემცირებას მშპ-თან მიმართებაში, მთავრობა კვლავ იქნება სოციალურად ორიენტირებული.

„სოციალური უზურნველყოფის მუხლით, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ამ მიმართულებით დაფინანსებამ მშპ-ის 9-10 პროცენტი შეადგინა (2013 წლამდე აღნიშნული მაჩვენებელი 7-8 პროცენტის ფარგლებში იყო). მომავალშიც, ხარჯების ზრდასთან ერთად, გადაიდგმება ნაბიჯები სოციალური პროგრამების ხარისხობრივი ზრდის მიმართულებით, რათა ფინანსური რესურსები მაქსიმალურად იქნეს მორგებული, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების საჭიროებებზე,“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი განცხადებით, შენარჩუნდება ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი, რაც სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გამოწვევებს და ქვეყნის განვითარების მოთხოვნებს.

როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

„ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების წარმატება დადასტურდა ქვეყნის მე-5 ადგილით, ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index) ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვივალობის შეფასებით და PEFA-ს ანგარიშით,“ -განაცხადა მან.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დან

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“ ოფისში გაკეთდა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის რეგულაციის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინ

გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგები

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს - თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

რამდენადაც ვიცი, გამოძიება ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარეობს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ 5 ჩანაწერზე საუბრისას. მისი თქმით, ის პირებ

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიუ-იოკში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`